პრეზენტაციის უნარები
ინფო:
➡ კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე (19.06.2024-13.07.2024)
➡ ლექციების რაოდენობა: 8
➡ დღეები: ოთხშაბათი-შაბათი (19:00-21:00/11:00-13:00)
➡ ფასი: 350 ₾ (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე „ნეთვორქი“
კურსი:
პრეზენტაცია და საჯარო გამოსვლის ხელოვნება, ორივე ემყარება ერთ პრინციპს – კომუნიკაციას. თუმცა დროის სვლასთან ერთად ეს სივრცე სხვადასხვა მიმართულებებით ივსება. განვითარების და დახვეწის ამ გზაზე გაჩნდა უამრავი მოდელი, სტილი და მექანიზმი რის გამოც გართულდა შაბლონური პრეზენტაციის მოდელის აწყობაც. დღეს უკვე მნიშვნელოვანია პირდაპირ პასუხობდეს პრეზენტაცია მიზნებს და ამასთანავე თანხმდებოდეს სტილს და კულტურას აუდიტორიის, პრეზენტატორის ან კომპანიის რომელსაც ის წარმოადგენს. ყველაფერთან ერთად პრეზენტაციაში წინ წამოიწია ვიზუალურმა დეტალებმა, ციფრულმა სივრცემ და თეატრალურობამ. ეს აღარ არის მონოტონური მცდელობა სათქმელი მიიტანო აუდიტორიამდე. კუსრის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან როგორც კომუნიკაციის ხელოვნებას: მარტივ ხრიკებს აუდიტორიის ფლობის და იმპროვიზაციის შესახებ ასევე სპეციალიზირებულ ნაწილს, რომელიც უშუალოდ პრეზენტაციის გამართვას, ვიზუალურ დახვეწას და კრეატიული მიმართულების განვითარებას შეეხება.
კურსის მიზანი:
კურსის დასასრულს მონაწილეები შეძლებენ თავიანთი ნიშის, უნარების და ცოდნის შესაბამისად სრულყოფილი პრეზენტაციის აგებას, მიზნობრივი აუდიტორიისთვის შესაბამისობის დადგენას პრეზენტაციის მოდელებს შორის, დროის რეგლამენტის დაცვას და საპრეზენტაციო ხელსაწოების სრულყოფილად გამოყენებას.
სილაბუსი:
ლექცია #1: რატომ ვაკეთებთ პრეზენტაციებს
ლექცია #2: როგორ ვსაუბრობთ პრეზენტაციისას
ლექცია #3: როგორ უნდა ავაწყოთ პრეზენტაცია
ლექცია #4: იმპროვიზაციის ხელოვნება
ლექცია #5: როგორ ვიქცევით ონლაინ პრეზენტაციისას
ლექცია #6: საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციების და ნიმუშების განხილვა
ლექცია #7: ფინალური დავალებისთვის მომზადება და ტექნიკური ნაწილის გამეორება
ლექცია #8: ფინალური დავალებება