
მობილური ვიდეოგრაფია და კონტენტი
📅 თარიღი: 15.05.2025 – 19.06.2025
⏰ ხანგრძლივობა: 9 ლექცია
🗓️ ლექციების დღე: ორშაბათი-ხუთშაბათი (ფიზიკური დასწრება)
⏰ დრო: 19:00 – 21:00
💰 ფასი: 700 GEL (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
📍 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე
კურსის აღწერა
Colab•კოლაბის ორგანიზებით და ვიდეოგრაფსა და რეჟისორ თეო (teArt) ნუცუბიძის ხელმძღვანელობით წარმოგიდგენთ მობილურით ვიდეოგრაფიის კურსს, ეს კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს მობილური ტელეფონით პროფესიონალური ვიდეოკონტენტის შექმნა— როგორც სოციალური მედიისთვის, ისე შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის.
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ დავალებებს და ვორქშოპებს, რომლის მიზანია სტუდენტებმა მიიღონ ცოდნა ვიზუალური თხრობის, კომპოზიციისა და გადაღების ტექნიკებში, ასევე შეიძინონ მონტაჟის, ფერის კორექციისა და სოციალური მედიისთვის მორგებული კონტენტის შექმნის უნარები.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრეატიულ აზროვნებასა და პერსონალური სტილის განვითარებას, რათა კურსის ბოლოს მონაწილეებმა შეძლონ დამოუკიდებლად დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ სრულფასოვანი ვიდეოპროექტები საკუთარი სმარტფონით.
ამ კურსის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ:
– ტელეფონით პროფესიონალური ვიდეოს გადაღებას
– განათებისა და კადრების სწორად აწყობას
– საბაზისო მონტაჟს მობილურის აპლიკაციით
– სოციალური ქსელებისთვის ოპტიმიზირებული ვიდეოს შექმნას
ლექტორი
თეო (teArt) ნუცუბიძე — რეჟისორი, ვიდეოგრაფი და teArt Production-ის დამფუძნებელი. 2020 წლიდან ის აქტიურად ქმნის ვიდეოკონტენტს სოციალურ პლატფორმებზე, როგორებიცაა TikTok, Instagram, Facebook და YouTube. თეო მუშაობს როგორც საკუთარი ბრენდისთვის, ასევე სხვადასხვა წამყვანი კომპანიისთვის, ქმნის მაღალხარისხიან, ვიზუალურად გამორჩეულ და ეფექტურ ვიდეოებს.
საზოგადოებაში მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს, ხოლო გამომწერთა რაოდენობა სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე 150,000-ს აჭარბებს. მისი შემოქმედება გამოირჩევა მაღალი ვიზუალური სტანდარტით, მკაფიო სტილით და უნარით, მარტივი ფორმით მიიტანოს მაყურებელამდე ნებისმიერი სახის ინფორმაცია, იქნბა ეს კომერციული მიზნებისთვის თუ პერსონალური განვითარებისთვის.
სასწავლო პროგრამა
ლექცია #1: ვიდეოგრაფიის საფუძვლები და ტელეფონის კამერის შესაძლებლობები
- ვიდეოგრაფიის ძირითადი პრინციპები
- სწორი ვიდეო ფორმატის არჩევა შესაფერისი სოციალური ქსელისთვის
- სხვადასხვა ტიპის აპარატურა და საბაზისო აქსესუარები
- როგორ მივიღოთ ტელეფონით მაქსიმალური ხარისხი – კამერის პარამეტრები
ლექცია #2: ექსპოზიცია და კადრის სიხშირე
- რა არის ექსპოზიცია
- ექსპოზიციის სამი ძირითადი კომპონენტი: ISO – სენსორული შუქმგრძნობელობა, Apreture – დიაფრაგმა, Shutter Speed – ჩამკეტის სიჩქარე,
- კადრის სიხშირე – FPS
ლექცია #3: განათება ვიდეოგრაფიაში
- განათების ტიპები: ბუნებრივი და ხელოვნური განათება
- White Balance – თეთრის ბალანსი
- სამწერტილოვანი განათების სისტემა; მხატავი, შემავსებელი და კონტრასტული შუქი.
- სხვადასხვა ფონის განხილვა
- სხვადასხვა ტიპის განათები და აქსესუარები
ლექცია #4: კომპოზიცია და კადრის ზომები
- კომპოზიციის წესები: მესამედების წესი, სიმეტრიული კოპოზიცია, წამყვანი ხაზები.
- კადრის ზომები: საერთო, საშუალო, ახლო, დეტალი.
- კამერის კუთხე: ზედხედი, ქვედხედი, დახრილი კუთხე, თვალის დონე, პოვი.
ლექცია #5: კამერის მოძრაობა და სტაბილიზაცია
- კამერის მოძრაობები და მათი ეფექტი: სტატიკა, პანორამა, თილთი, დოლი, ზუმი, რკალი, გამყოლი კადრი.
- 180 გრადუსის წესი ვიდეოგრაფიაში
- ტელეფონის სტაბილიზაციის გზები: სტაბილიზატი, ტრიპოდი, ხელით ფიქსირება.
ლექცია #6: მობილურით ვიდეო მონტაჟის საფუძვლები
- ვიდეოს დასამუშავებლი აპლიკაცის განხილვა – CapCut
- ედითინგის საფუძვლები: ჭრა, გადასვლები, სიჩქარის კონტროლი
- მწვანე ფონის დამუშავება
- წარწერების და ფილტრების დამატება
- მუსიკის და ხმის დამატება
- საბოლოო შედეგის რენდერი
ლექცია #7: ხმის ჩაწერა და აუდიო ხარისხის გაუმჯობესება
- ტელეფონის მიკროფონის შესაძლებლობები
- გარე მიკროფონების გამოყენება და განსხვავება
- ხმის ვოისოვერის ჩაწერა, დამუშავება.
ლექცია #8: ამბის თხრობა და სცენარი (StoryTelling)
- დრამატურგია, როგორ მოვყვეთ ამბავი
- სცენარის დაწერა მოკლე ვიდეოსთვის
- სცენარის მიხედვით კადრირების გაწერა
ლექცია #9: საფინალო დავალებების განხილვა