/
12/12/2023

ლოგოს და ბრენდის დიზაინი

00
0 Enrolled

ინფო:

 

ღია რეგისტრაცია
ოთხშაბათი-შაბათი
19:00-21:00/14:00-16:00
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე
ფასი: 850 Gel (შეგიძლიათ ეტაპობრივად გადახდა)

 

ლექტორი:

 

კახა კახაძე 2011 წლიდან მოღვაწეობს გრაფიკული დიზაინის ინდუსტრიაში, ბრენდის იდენტობის მიმართულებით. ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანიებში: ასკანელი ძმები, JWT Metro, SAKIDEAMSHENI დიზაინერის და ლივინგსტონში არტ დირექტორის პოზიციებზე. 2016 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდის დიზაინის მიმართულებით. ნამუშევარი აქვს ისეთ ქართულ და საერთაშორისო პროექტებსა და კომპანიებზე როგორებიცაა: Ford, WWF, Mitrefinch, Bahari Bahamas, Threadfox, RadarCreative, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი, საქართველოს ეროვნული პარკები, საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ქეშბექი, კრაკენი, მზეთამზე, ნატახტარი, ზედაზენი, აქსისი, ალდაგი, ჯიპიაი ჰოლდინგი, ზუმერი, ორი ნაბიჯი, გრინვეი, ქარფესტი, კნიკი, ზომა, უკვე, ალტა და მრავალი სხვა…მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფესტივალებში ჟიურის წევრად, მათ შორის: LogoLounge, KIAF, Young Lions, Ad Black Sea და ა.შ.
2017 წელს დასახელდა დიზაინერულ პლატფორმა Dribbble-ის 50 ყველაზე პოპულარულ დიზაინერს შორის. მისი ნამუშევრები განთავსებულია ბევრ ონლაინ გალერეებში: Designspiration, Designer Daily, From up North, Abduzeedo, Logoinspirations, Type Gang და დაბეჭდილია წიგნებში “LogoLounge Book Series”, “Insta Grammar Graphic”, “Brand Intervention”, “How to Design a Logo”, “Letters as Symbols”, “Magyar Tervezőgrafika Top 100”, “Georgian Type for Graphic Designers”.

პორტფოლიო: https://kakhadzen.dribbble.com

 

  • სილაბუსი
  • ლექცია #1:▸ დიზაინი ჩვენს გარშემო
    ▸ როგორ დავიწყოთ ფიქრი დიზაინერულად
    ▸ ვინ არის დიზაინერი და რა გამოწვევების წინაშე დგას ის
    ▸ როგორ გამოვირჩეოდეთ, გადავრჩეთ და განვვითარდეთ როგორც დიზაინერი
    ▸ პრაქტიკული სამუშაო
    ▸ დავალება 1
  • ლექცია #2: ▸ რა სურს დამკვეთს და როგორ ავირჩიოთ იგი
    ▸ ქართველი და უცხოელი დამკვეთები, მათი თავისებურებანი
    ▸ როგორ ავიღოთ სასურველი პროექტები და უარი ვთქვათ არასასურველზე
    ▸ მოლაპარაკების წარმართვა, პირობები, ვადები, საფასო პოლიტიკა
    ▸ სწორი კითხვების დასმა და მნიშვნელოვანი დეტალების ჩანიშვნა
    ▸ ბრიფის შედგენა
    ▸ Case-study
    ▸ პრაქტიკული სამუშაო
    ▸ უკუკავშირი დავალება 2
  • ლექცია #3:▸ ბრიფის ანალიზი, იდეების გენერირება, მიმართულების განსაზღვრა
    ▸ ინსპირაციის ძიება და მუდბორდის შექმნა
    ▸ პირველადი ჩანახატების გაკეთება
    ▸ როგორ ვმართოთ ჩანახატების კეთების პროცესი
    ▸ რა პრინციპით ავარჩიოთ ვერსიები
    ▸ პრაქტიკული სამუშაო
    ▸ უკუკავშირი
    ▸დავალება 3
  • ლექცია #4:▸ რა არის ლოგო, მისი ადგილი ბრენდინგში და დანიშნულება
    ▸ ლოგოს სახეობები და რატომ არის საჭირო ამის ცოდნა
    ▸ რა კრიტერიუმებით ფასდება ლოგოს ავკარგიანობა ▸ ლოგოს აწყობის პროცესი, გრაფიკული ბადე ▸ პრაქტიკული სამუშაო ▸ უკუკავშირი ▸დავალება 4
  • ლექცია #5:▸ ლოგოს ფერის შერჩევა, ფერთა თეორია და ფსიქოლოგია
    ▸ შრიფტების კლასიფიკაცია და აგებულება
    ▸ შრიფტის არჩევა, მორგება, მოდიფიცირება
    ▸ ლოგოს და შრიფტის განლაგებები
    ▸ პრაქტიკული სამუშაო
    ▸ უკუკავშირი
    ▸დავალება 5
  • ლექცია #6:▸ ვიზუალური სტილის შექმნა
    ▸ გრაფიკული ელემენტები, ფათერნები, ილუსტრაცია, ფოტოსტილი
    ▸ გაშლა სხვადასხვა არხებში
    ▸ პრაქტიკული სამუშაო
    ▸ უკუკავშირი,
    ▸დავალება 6
  • ლექცია #7:▸ ბრენდის გაიდლაინების შექმნა, დასტანდარტება
    ▸ პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა
    ▸ პრაქტიკული სამუშაო
    ▸ უკუკავშირი,
    ▸დავალება 7
  • ლექცია #8:▸ ფინალური ნამუშევრის პრეზენტაცია
    ▸ უკუკავშირი, სასრგებლო რჩევები და კეთილი სურვილები

 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

25 Courses

0 students

850.00
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes