/
22/10/2024

ბაზრის და მომხმარებლის კვლევა

00
0 Enrolled
⏰ ლექციების რაოდენობა: 8.
📅 თარიღები: 26.11.2024-21.12.2024.
📅 დღეები: სამშაბათი - შაბათი.
⏰ დრო: 19:00-21:00/11:00-13:00 სთ.

💰 ფასი: 600 Gel (შეგიძლიათ ეტაპობრივად გადახდა).
📍 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე “ნეთვორქი".






კურსი: 

სასწავლო პროგრამა იძლევა ყოვლისმომცველ მიმოხილვას ბიზნესში გამოყენებული ძირითადი კვლევის მეთოდების შესახებ.
თეორიის, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და რეალური ქეისების შესწავლის შედეგად, მონაწილეები მიიღებენ ცოდნას და უნარებს
იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შესძლონ ეფექტური კვლევის ჩატარება, მონაცემთა ანალიზი, მიღებული შედეგების სწორი
ინტერპრეტაციადამონაცემზედაფუძნებულიგადაწყვეტილებებისმიღება. განხილულიიქნებადამონაწილეებიპირადადმიიღებენ
პრაქტიკულ გამოცდილებას, ისეთ ბიზნესში გამოყენებით კვლევებზე, როგორიცაა: ბაზრის/კონკურენტების კვლევა,
მომხმარებელთამომსახურებისხარისხის შეფასება, მომხმარებელთაკმაყოფილებისკვლევადაა.შ.

 

 

სამიზნე აუდიტორია

ტრენინგ პროგრამა განკუთვნილია ბიზნესის სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, მათ შორის
მარკეტინგის, კვლევისა და განვითარების, გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მომხმარებელთა მომსახურების,
მომხმარებელთაგამოცდილებისდამომიჯნავემიმართულებებიდან.

 

 

კურსის მიზნები:

  •  მონაწილეები გაეცნობიან და შეისწავლიან ბიზნესში გამოყენებითი კვლევების ფუნდამენტურ პრინციპებსა და
    განხორციელების ტექნიკებს
  •  შეისწავლიან კვლევის სხვადასხვა მეთოდოლოგიებს და მიიღებენ კვლევის მეთოდოლოგიების რეალურ ბიზნეს სცენარებში
    გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებას
  •  გამოიმუშავებენ ეფექტური კვლევის ინსტრუმენტების (გამოკითხვა, ინტერვიუ და ა.შ.) შემუშავების, კვლევის დიზაინის,
    მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზისუნარ-ჩვევებს
  •  შეისწავლიან მონაცემთა ანალიზის ტექნიკას, კვლევის შედეგების ინტერპრეტაციას და რეკომენდაციებად გარდაქმნას,
    შედეგების ეფექტურ პრეზენტაციას
  •  გამოიმუშვებენ უნარებს, დამოუკიდებლად განახორციელონ ბიზნესში გამოყენებადი, ისეთი კვლევები, როგორიცაა: ბაზრის
    ანალიზი, კონკურენტების კვლევა, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შეფასება, მომხმარებელთა კმაყოფილების
    კვლევადაა.შ.
  •  გაეცნობიან კვლევის შედეგების გამოყენების სპეციფიკას, კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაჭრელად, სტრატეგიული
    გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

 

ტრენერი

პროგრამას გაუძღვება, კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია “იქსფირიენს”-ის დამფუძნებელი ნინო დავითაშვილი. ნინო,
თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების მაგისტრია, კვლევებში 15 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. მისი
პორტფელი მოიცავს: Henley business school, IBM, GIZ, European Investment Bank (EIB), მრავალ ქართულ ფინანსურ
ინსტიტუტს, საკონსულტაციო, სერვისის მიმწოდებელ აუთსორს კომპანებსა, თუსაცალო/ B2B სავაჭრო ქსელურ ობიექტებს

 

 

სილაბუსი:

მოდული 1: შესავალი ბიზნესში გამოყენებად კვლევებში

  •  კვლევის განმარტება, მიზნები და მნიშვნელობა
  • კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდები, მათი მიზნობრივი გამოყენება
  •  ეთიკური მოსაზრებები ბიზნესის კვლევაში
  •  ბიზნესში გამოყენებითი კვლევების გაცნობა, მათი მოკლე მიზნები/ აღწერა
  • კვლევის გამოყენება ბიზნესის პრობლემების გადასაჭრელად, სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად სხვადასხვა
  • დეპარტამენტში(მარკეტინგი, გაყიდვები, ოპერაციები, დაა.შ.)
  •  კვლევისპროცესისგაცნობა: საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება, კვლევის კითხვების ფორმულირება, კვლევის დიზაინის
    შემუშავება- შემაჯამებელი პრაქტიკული სავარჯიშო

მოდული 2: კვლევის სტრუქტურა და სრული ციკლი

  •  კვლევის დაგეგმვა: კვლევის მიზნის განსაზღვრა და საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება, კვლევის მეთოდის შერჩევა,
  • სამიზნე აუდიტორიისგან საზღვრა-ჯგუფური სავარჯიშო
  • მონაცემთა შეგროვების მეთოდები და მათი გამოყენება
  • მონაცემთა წმენდის, ანალიზის ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შესავალი
  •  კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია, მონაცემთა ვიზუალიზაცია
  •  კვლევის ანგარიშის/ პრეზენტაციის სტრუქტურა და სავალდებულო ინფორმაცია
  • დამაჯერებელი კვლევის მოხსენებებისა და პრეზენტაციების შექმნა

მოდული 3: მომხმარებელთა კმაყოფილებისა და ბრენდის კვლევა

  •  მომხმარებლის კმაყოფილების გაგება
  •  მომხმარებელთა კმაყოფილების ძირითადი პარამეტრები NPS, CES, CSAT
  •  ბრენდის ცნობადობისა და დამოკიდებულებების კვლევის ძირითადი პარამეტრები: Top of Mind, Brand Recall, იმიჯი,
    ასოციაციები
  •  კვლევის კითხვარების შედგენა და მათი ეფექტური გამოყენება
  •  მონაცემთა ანალიზი და მომხმარებელთა კმაყოფილების/ ბრენდის ცნობადობის ინდექსების გამოთვლა
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის გამოყენება მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად

მოდული 4: მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შეფასება

  •  მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მნიშვნელობა
  •  მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის შეფასების მეთოდები: მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვები, იდუმალი
    მყიდველი, ადგილზე მონიტორინგი, საჩივრების ანალიზი და ა.შ.
  • მომხმარებლის მომსახურების ხარისხის შეფასების ძირითადი პარამეტრები, კითხვარის შედგენა, შეფასების
    განხორციელების ტექნიკა, ხარვეზების იდენტიფიცირება, გაზომვა, მონაცემთა ანალიზი და გაუმჯობესების
    შესაძლებლობების იდენტიფიცირება

მოდული 5: თვისებრივი კვლევები

  • ფოკუსჯგუფის დანიშნულება და მიზნობრივი გამოყენება
  •  კვლევის მიზნების განსაზღვრა და კითხვარის ფორმირება
  •  მიზნობრივი სეგმენტის განსაზღვრა, ინტერვიუზე მოწვევა და გარემოს მომზადება
  • ფასილიტაცია, მოდერაცია-პრაქტიკული სავარჯიშო
  •  ტრანსკრიპტის შედგენადაანალიზი
  •  შედეგების ფორმირება, დაჯგუფება და ანგარიშის სტრუქტურა, მთავარი პრინციპები (პრაქტიკული დავალება შემდეგი
    ლექციისთვის)

მოდული 6: ბაზრის კვლევა

  • ბაზრის კვლევის მიზნების განსაზღვრა
  •  ბაზრის კვლევისპ როცესისგ ააზრება
  •  ბაზრის სეგმენტაცია და დამიზნება
  •  ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიები: (გამოკითხვები, ინტერვიუები, ფოკუს ჯგუფები, დაკვირვება, სოც ქსელის ანალიზი) –
    ჯგუფური სავარჯიშო
  •  მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია ბაზრის კვლევაში

მოდული 7: კონკურენტების კვლევა

  •  კონკურენტული კვლევის განმარტება და გამოყენება, ძირითადიმ იზნები და სარგებელი
  •  ერთდროული კვლევის უპირატესობები და გამოწვევები
  • კვლევის მეთოდების შერჩევა და მათი მიზნობრივი გამოყენება
  •  SWOT ანალიზი-პრაქტიკული ჯგუფური სავარჯიშო
  • სოციალური მედიის ანალიზი, კონკრეტული პარამეტრების შესაფასებლად
  • მონაცემთა ანალიზი და ანგარიშგება

მოდული 8: კვლევითი პროექტების პრეზენტაციები

  • მოცემული მოდული მოიცავს კვლევის მონაწილეთა მიერ, მათი ინტერესის შესაბამისად შერჩეული კვლევის დამოუკიდებლად
    ჩატარებას, რომელიც განხორციელდება ლექციების მიმდინარეობის პარალელურად, ტრენერის მენტორობით.

 

დამატებითი ბენეფიტები

ტრენინგის მონაწილეები, ტრენინგის დასასრულს, ელექტრონული ფორმით მიიღებენ:

  • ტრენინგის თეორიული ნაწილის შემაჯამებელ სახელმძღვანელოს
  •  ყველა იმ კვლევის შაბლონსა და კითხვარს, რომელიც ტრენინგის მსვლელობის პროცესში გაზიარდება ტრენერის მიერ.

მონაწილეთა პრერეკვიზიტი

  •  ტრენინგის მონაწილეს სასურველია ჰქონდეს საოფისე პროგრამების  (Word, Excel, Power Point) სამომხმარებლო დონეზე
    გამოყენების შესაძლებლობა/ პრაქტიკა
  •  სასურველია ჰქონდეს ონლაინ კვლევითი პლატფორმების (Google forms, SurveyMonkey, Microsoft forms, ან სხვა
    მსგავსი) გამოყენების საბაზისო პრაქტიკა.
 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

2 Courses

0 students

600,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes