მობაილფოტოგრაფია

300,00 

გგონია ძვირადღირებული ტელეფონი ცხოვრებას შეგიცვლის? 🧐

ამ მასტერკლასზე გაიგებ, რომ შენი ბიზნესის, საქმიანობის ან პირადი გვერდის გალამაზებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ფასის მობილურით იღებ ფოტოებს, ამონტაჟებ ვიდეოებს. იმასაც გაიგებ, რომ ლამაზი ფოტოებისთვის და ვიდეოებისთვის პროფესიონალის დაქირავება არ გჭირდება ✨

რადგან 👇

შენც შესანიშნავად შეძლებ 💪 შენც აუცილებლად გამოგივა 🫵 შენც მიხვდები

რომ ერთ დღეში შეიძლება შეცვალო შენი კეთილდღეობა. ამ ყველაფერს კი მარი ნაკანი გასწავლის 🚀

შეცვალე შენი ცხოვრება მობაილფოტოგრაფიით 💫

დარეგისტრირდი 🎯👇

Categories: ,
📅 თარიღი: 7-8 სექტემბერი

🗓️ დღე: შაბათი და კვირა

⏰ დრო: 15:00 – 20:00

📍 მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე “ნეთვორქი”

💰 ფასი: 300 GEL


მობილოგრაფია – ხელოვნება, რომელიც ყოველთვის თქვენთანაა!

ჩვენ ყველას გვაქვს სმარტფონი და ყოველდღიურად ვიყენებთ მას ფოტოების გადასაღებად, მაგრამ ხშირად ვფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი, არაფრის მთქმელი ფოტოებია…

სინამდვილეში, მობილოგრაფია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სელფის გადაღება! ეს არის შესაძლებლობა, შექმნა ხელოვნება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.

წარმოიდგინე, რომ შეგიძლია გადაიღო პროფესიონალური ფოტოები შენი სმარტფონით, რომლებიც გამოხატავენ შენ ემოციებს, ისტორიებს და შთაგონებას. ფოტოები, რომლებსაც აჩვენებ მეგობრებს, გაუზიარებ სოციალურ ქსელში და იამაყებ კიდეც!

სწორედ ამიტომ, მობაილფოტოგრაფიის შესწავლა ახლა შენი პრიორიტეტი უნდა იყოს! ეს არა მხოლოდ ახალი ჰობი იქნება, არამედ საშუალება, რომ სხვა თვალით შეხედოთ სამყაროს, აღმოაჩინოთ სილამაზე ყოველდღიურობაში და გამოხატოთ საკუთარი შემოქმედებითობა.

გარდა ამისა, ეს სასარგებლო იქნება შენი კარიერისთვისაც – შთამბეჭდავი ვიზუალური კონტენტის შექმნა დღეს აუცილებელია სოც. მედიისთვის, ბლოგებისთვის, მარკეტინგისთვის და ა.შ.

მაშ, რას ელოდებით? შემოგვიერთდით მობილოგრაფიის კურსზე და მიიღეთ ცოდნა, ინსპირაცია და პრაქტიკული უნარები, რომ შენი ფოტოები მართლაც გამორჩეული გახადოთ!


ლექტორი:

მარი ნაკანის პროფესიული განათლება მოიცავს არა მხოლოდ ფოტოგრაფიას, არამედ თეატრსა და ხელოვნებას. მან სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ისწავლა 4 წელი და ფოტოგრაფიის დიპლომი აიღო, ასევე GIPA-ში გაიარა სტრატეგიული და კრეატიული რეკლამის კურსები. სწავლბდა რუსთაველის თეატრში გოგი ალექსი მესხიშვილის სახელოსნოში, ხოლო გოგი ხოშტარიასთან 5 წელი ხელოვნების ისტორიას გადიოდა.

მისი ფოტო ნამუშევრები დაჯილდოვდა მთავარი პრიზით Behance-ის კონკურსზე და პრაღის Quadrennial-ზე. ასევე მის პროფესიულ ზრდას ხელი შეუწყო ვორქშოფებში მონაწილეობამ, სხვადასხვა მასტერკლასებისა და სასწავლო პროგრამების გავლამ ცნობილი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების ხელმძღვანელობით.

მარი ნაკანმა, ჩვენს ქვეყანაში ხელი შეუწყო კომერციული ფოტოგრაფიის ჟანრის განვითარებას, მრავალი წელი მუშაობდა ჟურნალებში, ქმნიდა ყდებს, ცნობილ პორტრეტებს, კრეატიულ ბანერებს, ყველაზე მაშტაბური რეკლამების საიმიჯო ბილბორდებს. მისმა გამოცდილებამ და ცოდნამ მისცა საშუალება არა მხოლოდ შეექმნა დასამახსოვრებელი სურათები, არამედ წარმატებით ესწავლებინა ფოტოგრაფია და გადაეცა მისი უნიკალური გამოცდილება სხვებისთვის. ასევე ჩაატარა რამდენიმე ათეული კერძო კურსი და მასტერკლასები, სადაც მისი ცოდნა და უნარები გადასცა ამბიციურ სტუდენტებს, რომლებიც ახლა თავად ქმნიან ხარისხიან პროექტს.

მობილური ფოტოგრაფიის კურსი არ არის მხოლოდ ცოდნის ნაკრები, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნულიდან შეხვიდე ფოტოგრაფიის სამყაროში ან გაიუმჯობესო უნარები. მარის კურსი გთავაზობთ არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ტექნიკურ ასპექტებს, არამედ გიზიარებთ წარმატების მოპოვების მისეულ გზებს და პოპულარიზაციისა და მონეტიზაციის საიდუმლოებებს.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ამ ნომერზე:

📞 +995 555 956 346