იტალიური ენა

450,00 

Category:

➡ კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე (05.03.2024-24.05.2024)
➡ ლექციების რაოდენობა: 24
➡ დღეები: სამშაბათი-პარასკევი (19:00-21:00)
➡ ფასი: 450 (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე „ნეთვორქი“

ინფო:

 

იტალიური ენის საბაზისო კურსი შედგება 3 თვისგან (12 კვირისგან), რაც
გულისხმობს 24 გაკვეთილს. გაკვეთილის ხანგრძლივობა არის 50-60 წუთი.
კურსის მსმენელები მიიღებენ იტალიური ენის საბაზისო სასაუბრო პრაქტიკას
და გრამატიკულ მასალას, რაც დაეხმარებათ სწორად და გამართულად
მეტყველებაში. კურსის ფარგლებში თითოეული მონაწილე მაქსიმალურად
იქნება ჩართული სასაუბრო პრაქტიკუმებში. გავივლით ყველა აუცილებელ
თემას, რაც ყოველდღიურ საჭიროებასთან იქნება დაკავშირებული: როგორიცაა
გაცნობა, საკუთარი თავის წარდგენა, საყიდლებზე წასვლა, ტრანსპორტით
მგზავრობა და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ კურსი ჯგუფისთვისაა
განკუთვნილი, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს დავალებებს, მოამზადებს
პრეზენტაციებს, რაც გარანტიაა მაქსიმალური ცოდნით დაასრულონ აღნიშნული
კურსი.

ლექტორი:

თამარ ლეჟავა იტალიური ენის სპეციალისტია და მისი სამუშაო გამოცდილება,
როგორც ლექტორის, გახლავთ 10 წელზე მეტი. სწავლობდა სალერნოს (იტალია)
უნივერსიტეტის ჰუმანიტარ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ასევე გახლავთ
ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ენების ცენტრის კურსდამთავრებული და
ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის კლასიკური ენების დოქტორანტი. არის ასევე ლათინური და
ძველი ბერძნული ენის სპეციალისტი, რაც მის ხარისხს, როგორც იტალიური ენის
მასწავლებლისა, მნიშვნელოვნად ზრდის.

სილაბუსი:

ლექცია #1
კითხვის წესები იტალიურ ენაში და საბაზისო ლექსიკა
ლექცია #2

საკუთარი თავის წარდგენა სამუშაო ადგილზე და მასთან დაკავშირებული
ზმნების გამოყენება
ლექცია #3
როგორ მივიდე დანიშნულების ადგილზე? – შესაბამისი ფრაზები და
წინადადებები + გრამატიკული მასალა
ლექცია #4
რესტორანი და ბარი – შესაბამისი ფრაზები და წინადადებები + გრამატიკული
მასალა
ლექცია #5
ჭურჭელი და კვებასთან დაკავშირებული და საჭირო ფრაზები + გრამატიკული
მასალა
ლექცია #6
ტრანსპორტით მგზავრობა და ბილეთების შეძენა + გრამატიკული მასალა
ლექცია #7
მცენარეები და ეზოს მოვლა + გრამატიკული მასალა

ლექცია #8
სახლის აღწერა – სამზარეულო, აბაზანა, მისაღები + გრამატიკული მასალა
ლექცია #9
სახლის აღწერა – საძინებელი, ტერასა, აივანი + გრამატიკული მასალა
ლექცია #10
პიცის მომზადება, სპაგეტის მომზადება საჭირო ფრაზები და წინადადებები +
გრამატიკული მასალა

ლექცია #11
ცხოველების მოვლა და მასთან დაკავშირებული ფრაზები + გრამატიკული
მასალა

ლექცია  #12
დალაგება და დასუფთავება, შხაპის მიღება და მასთან დაკავშირებული
ტერმინოლოგია + გრამატიკული მასალა
ლექცია #13
ტანსაცმელი, მოდა და მასთან დაკავშირებული ფრაზები + გრამატიკული მასალა
ლექცია #14
ქუჩები, მოედნები, ქალექები და მასთან დაკავშირებული ფრაზები +
გრამატიკული მასალა
ლექცია #15
ოფიციალური და არაოფიციალური წერილის გამზადება, მიწერის ფორმატი და
მასთან დაკავშირებული ფრაზები + გრამატიკული მასალა
ლექცია #16
სურსათის, ავეჯის და ტექნიკის მაღაზიაში საჭირო ფრაზები + გრამატიკული
მასალა
ლექცია #17
ბავშვის მოვლა და მასთან დაკავშირებული ფრაზები + გრამატიკული მასალა
ლექცია #18
ავადმყოფი ან ხანდაზმული ადამიანის მოვლა და მასთან დაკავშირებული
ტერმინოლოგია + გრამატიკული მასალა
ლექცია #19
აფთიაქში და საავადმყოფოში საჭირო ტერმინოლოგია + გრამატიკული მასლა
ლექცია #20
სალონში და ტანსაცმლის მაღაზიაში საჭირო ტერმინოლოგია + გრამატიკული
მასალა
ლექცია #21

იტალიის ისტორია და თანამედროვეობა, საჭირო ტერმინოლოგია. +
გრამატიკული მასალა

ლექცია #22
საელჩოში სასაუბროდ საჭირო ტერმინოლოგია + გრამატიკული მასალა
ლექცია #23
იურისტთან და ნოტარიუსთან საჭირო ტერმინოლოგია + გრამატიკული მასალა
ლექცია #24
შემაჯამებელი ლექცია.