უძრავი ქონების გაყიდვები და მარკეტინგი
უძრავი ქონების გაყიდვები და მარკეტინგის კურსი ქეთი ადეიშვილის და ნინი მარიამიძის ხელმძღვანელობით
თარიღი:
ხანგრძლივობა: 1 თვე
დრო: 19:00 – 22:00
ფასი: 850 ₾ (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
მისამართი: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 33ე
ლექტორები
ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე:
უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის ექსპერტები, 20+ წლიანი ერთობლივი გამოცდილებით
ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გამოცდილ პროფესიონალთა დუეტია საქართველოში. მათი კარიერული გზა მოიცავს ისეთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან მუშაობას, როგორიცაა „ანაგი დეველოპმენტი“, „King David“, „m²“, „Pillar Park“, „არსი“ და „ამერი“.
მათ მიერ განხორციელებული მარკეტინგული სტრატეგიები და გაყიდვების მოდელები ხელს უწყობს პროდუქტის სწორ პოზიციონირებას, სამიზნე აუდიტორიის ზუსტად განსაზღვრას და ეფექტური გაყიდვების პროცესს.
მათი ერთობლივი საქმიანობის განმავლობაში:
განხორციელდა მრავალრიცხოვანი წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვები — პროდუქტების პოზიციონირება ბაზრის სპეციფიკაზე მორგებული სტრატეგიებით;
შექმნეს მარკეტინგისა და გაყიდვების სრული ციკლის მართვის მოდელი — არქიტექტურული კონცეფციიდან გაყიდვების შემდგომი მომსახურების ჩათვლით;
ჩაატარეს 16+ პროფესიული ტრენინგი დეველოპერული კომპანიებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უძრავი ქონების სექტორის ლიდერებმა;
თანამშრომლობენ კომპანიებთან ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურებით: პროდუქტის სტრატეგია, გაყიდვების მოდელირება, გუნდის რეკრუტინგი და სასწავლო პროცესის გამართვა.
მათი გამოცდილება აერთიანებს როგორც მრავალწლიან პრაქტიკულ საქმიანობას, ასევე თანამედროვე მიდგომებს ბაზრის ანალიზისა და მომხმარებელთა ქცევის გაგების მიმართულებით. ისინი აფასებენ მაღალი სტანდარტების მომსახურებას, მჭიდრო თანამშრომლობას და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას.
კურსი
ეს კურსი დაფუძნებულია პრაქტიკულ ქეისებზე და გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას გაიგოთ პრაქტიკოსი მენტორების მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ. კურსის განმავლობაში მოისმინეთ რეალური წარმატებისა და მარცხის ისტორიები ცნობილი დეველოპერული პროექტების შესახებ. ჩვენი მენტორები მზად არიან გაგიზიარონ მათი ცოდნა, რაც დაგეხმარებათ უძრავი ქონების ბაზარზე წარმატების მიღწევაში.
სასწავლო პროგრამა
- უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის კურსის სილაბუსი
- მომხმარებელთა შეხვედრამდე (ნაწილი 1)
რას აკეთებს კომპანია მომხმარებელთან შეხვედრამდე? - რა მიზნები გვაქვს როგორც კომპანიას და როგორც გუნდის წევრს
- რა რესურსები გვაქვს ამ მიზნების მისაღწევად
- როგორია კონკურენტული ბაზარი
- როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ბაზარი ბოლო წლების განმავლობაში
- მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 2)
როგორ ვამზადებთ მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტს? - როგორ განვსაზღვროთ ჩვენი პროექტის მიზნობრივი სეგმენტი და მისი
მოთხოვნები - როგორ შევქმნათ მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი
- რა შეთავაზებით გავიდეთ ბაზარზე
- მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 3)
როგორ ვატყობინებთ ჩვენი პროდუქტის შესახებ მომხმარებლებს? - უძრავი ქონების ბაზრის რა თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ
გაყიდვების და კომუნიკაციის დაწყებამდე - რა მესიჯებით და რა საკომუნიკაციო არხებით ვეკონტაქტებით
მომხმარებლებს - ადგილობრივი დეველოპერული პროექტების კომუნიკაციის ქეისების
განხილვა
- მომხმარებელთან შეხვედრამდე (ნაწილი 4)
რას ვაკეთებთ გაყიდვების დაწყებამდე - გაყიდვების რომელ არხები შევარჩიოთ ჩვენი პროექტის გასაყიდად
- რა ეტაპებისგან შედგება გაყიდვების პროცესი
- როგორ დავხვდეთ მომხმარებელს მომზადებული
- როგორ ვმართავთ გაყიდვების პროცესებს უძრავი ქონების ბაზარზე?
- როგორ იზომება გაყიდვების პროცესები უძრავი ქონების ბაზარზე და
ანგარიშების რომელ ფორმებს ვიყენებთ - როგორია გაყიდვების და მარკეტინგის ეფექტური საშტატო სტრუქტურა და რა
ფუნქცია-მოვალეობებს მოიცავს მასში შემავალი პოზიციები - რას უნდა აკმაყოფილებდეს ეფექტური სამოტივაციო სისტემა
- მომხმარებელთან შეხვედრა
როგორ გარდავქმნათ პოტენციური მომხმარებელი მყიდველად? - როგორ წარვმართოთ მომხმარებელთან მოლაპარაკება
- როგორ დავხუროთ გარიგება წარმატებულად
- გაყიდვების წარმატებული ქეისების განხილვა
- რა გავითვალისწინოთ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებისას
- რა მასალებით გავაცნოთ მომხმარებელს პროექტი
- ვორქშოფი – ფინალური დავალებების განხილვა: