მონაცემთა დაცვის ვორქშოპი
პერსონალური მონაცემების დაცვის ვორქშოპი
კურსის აღწერა
თუ შენი ორგანიზაცია ამუშავებს პერსონალურ ინფორმაციას, კანონის თანახმად, ვალდებული ხარ მონაცემთა დამუშავების პროცესები წერილობით აღრიცხო (ROPA). აღნიშნული შეხვედრა დაგეხმარება შექმნათ დოკუმენტი და სწორად მართოთ ორგანიზაციაში მონაცემთა ნაკადები.
ლექტორი
თამარ შუდრა :
კერძო და საჯარო დაწესებულებებში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 12 წლიანი გამოცდილება საგანმანთლებლო სფეროში.
კარგად იცნობს საქართველოს განათლების სისტემის სპეციფიკას. სხვადასხვა პერიოდში დასაქმებული იყო სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა იურიდიულ მიმართულებას კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტის სტატუსით არაერთ საავტორიზაციო ვიზიტში მიუღია მონაწილეობა.
აღნიშნული საქმიანობის პარალელურად, აქვს მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დანერგილი აქვს პერსიონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სასწავლო კურსი, ასევე, გამოცემული აქვს არაერთი პუბლიკაცია და სამეცნიერო ნაშრომი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სხვადასხვა საკითხების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო ტრენინგი. ამჟამად კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე.
ჯონი ჩონიძე:
სამართალმცოდნე, საჯარო უწყებებში მუშაობის 15 წლამდე გამოცდილება, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მუშაობის 5 წლამდე გამოცდილება, სადაც იკავებდა სამრთალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციას.
მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მონაცემთა დამუშავების სხვადახვა პროცესის 300-მდე ინსპექტირება.
საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში ჯონი იყო EUROPOL-ის კიბერუსაფრთხოების ეროვნული უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის, კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის პროგრამის საბჭოს და ევროპის საბჭოს პროექტის CyberEast-ის ბავშვის უფლებათა დროებითი კომიტეტის წევრი.
მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გარდა, ადამიანის უფლებების, მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჯონის გააჩნია შესაბამისი აკადემიური ცოდნა. კერძოდ, ჯონი არის Northern Kentucky University-ის (NKU) კიბერუსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრი, ასევე, ST Andrew’s Georgian University-ის (SANGU) მაგისტრანტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. იგი სერტიფიცირებული ტრენერია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არაერთ სასწავლო კურსს უძღვება.
დავით ყარაშვილი:
დავითი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, ის უშუალოდ მონაწილეობდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მომზადებაში და გახლდათ საქართველოს პარლამენტში აღნიშნულ კანონპროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი. იგი საქართველოს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის დროებით კომიტეტში.
დავითი საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი რისკების მართვის სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი გახლდათ. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავდაცვის სამინისტროს ფორმალიზებული რისკის მართვის სისტემის დანერგვაში.
პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, დავითი აქტიურად მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში. ის არის მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ასევე, უძღვება არაერთ ტრენინგსა და სასწავლო კურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში.
სასწავლო პროგრამა
- 16:00: შეხვედრა
მონაწილეების გაცნობა;
ROPA-ს საჭიროებებისა და მიზნების განსაზღვრა. - 16:15: ROPA
შემადგენელი ელემენტები;
გავრცელებული შეცდომები და საუკეთესო პრაქტიკა;
Q&A - 16:55: DATA FLOW
პრაქტიკული სესია – რეალურ პროცესში მონაცემთა ნაკადების აღწერა;
DPIA-ს საჭიროების შეფასება. - 17:45: NETWORKING & COFFEE BREAK
- 18:00: ROPA-ს შექმნა
პრაქტიკული სამუშაო – ROPA-ს შექმნა და განხილვა. - 19:00: განახლება, მართვა და აუდიტი
განახლებაზე პასუხისმგებელი პირი;
ცვლილებების კონტროლი;
ინსპექტირების მომზადება. - 19:40: შეჯამება
ანალიზი;
Q&A;
ROPA-ს სამუშაო დოკუმენტისა და განახლების კალენდროს მსმენელებისთვის გადაცემა. - 20:00: სერტიფიკატების გადაცემა