/
19/12/2025

მობილური ვიდეოგრაფია და კონტენტი

00
0 Enrolled

📅 თარიღი: 29.01.2026 – 26.02.2026

⏰ ხანგრძლივობა: 9 ლექცია

🗓️ ლექციების დღე: ორშაბათი-ხუთშაბათი (ფიზიკური დასწრება)

⏰ დრო: 19:00 – 21:00

💰 ფასი: 850 GEL (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)

📍 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე

კურსის აღწერა

მობილური ვიდეოგრაფია და კონტენტი წარმოადგენს პრაქტიკულ კურსს, რომელიც ორიენტირებულია ვიზუალური თხრობის, გადაღების ტექნიკისა და მონტაჟის სისტემურ შესწავლაზე.

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს პროფესიონალურ დონეზე შექმნას ვიდეოკონტენტი მობილური ტელეფონით, აქციოს ცხოვრება ვიზუალურ თხრობასა და ესთეტიკურ ვიდეოკონტენტად, როგორც სოციალური მედიისთვის, ასევე პირადი და პროფესიული თვითგამოხატვისთვის.

კურსი აერთიანებს ვიზუალური აზროვნების განვითარებას, გადაღების ტექნიკასა და მონტაჟს. მონაწილეები სწავლობენ როგორ დაინახონ ფორმის მიღმა აზრი, როგორ შექმნან სუფთა და დაბალანსებული კადრი, როგორ მართონ ვიზუალური ხმაური და როგორ ჩამოაყალიბონ საკუთარი სტილი.

სწავლება მიმდინარეობს როგორც თეორიის გაცნობით, ასევე პრაქტიკული დავალებებითა და ვორქშოფების ფორმატით, სადაც თითოეული ეტაპი , იდეიდან საბოლოო ვიდეომდე, დეტალურად არის განხილული და დამუშავებული მენტორთან ერთად.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა:
• ვიზუალური თხრობის პრინციპებს
• განათებისა და კომპოზიციის სწორ გამოყენებას
• კადრის ტიპების (საერთო, საშუალო, ახლო, დეტალი) გააზრებულ არჩევას
• CapCut-ში პროფესიონალურ მონტაჟს
• ფერის კორექციას, ხმასა და sound design-ს
• სოციალური მედიისთვის მორგებული ვიდეოს შექმნას

კურსის დასრულების შემდეგ შენ შეძლებ:
– ტელეფონით მაღალი ხარისხის და ესთეტიკური ვიდეოს გადაღებას
– განათებისა და კადრების სწორად დაგეგმვას
– დამოუკიდებლად ამონტაჟო ვიდეო CapCut-ის გამოყენებით
– შექმნა სოციალური ქსელებისთვის ოპტიმიზირებული კონტენტი
– ჩამოაყალიბო შენი ვიზუალური სტილი და სამუშაო სისტემა.

ლექტორი

ნინი ჩალაძე – ვიზუალური სტრატეგი, კონტენტ კრეატორი, ქალთა პლათფორმა მეთვითონის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

2019 წლიდან ვქმნი ბრენდებისთვის ესთეტიკურ კონტენტს. უკვე 200-ზე მეტ კომპანიასთან მქონია თანამშრომლობა, მათ შორის : Diesel, The North Face, Timberland, Lenamme, Tbilisi Hills და სხვა წამყვან ბრენდებთან.

ვასწავლი ადამიანებს, როგორ დაინახონ სილამაზე ყოველდღიურობაში და როგორ გადააქციონ ყველაზე უბრალო დეტალიც ესთეტიკურ კადრად. ჩემი უნიკალური მეთოდიკა ეხმარება ადამიანს არა მხოლოდ ტექნიკის სწავლაში, არამედ ხედვის ჩამოყალიბებაში. ანუ იმ უნარის გამომუშავება/დახვეწაში , რომელიც ქმნის ნამდვილ, ემოციურ და სუფთა ვიზუალურ ისტორიებს

სასწავლო პროგრამა

ლექცია 1

ვიზუალური ხედვა

⁃ რას ნიშნავს „ვიზუალური აზროვნება“
⁃ როგორ გამოვიმუშავოთ ვიზუალური დაკვირვება
⁃ როგორ ვიპოვოთ გადაღების საკუთარი სტილი
⁃ რა არის ვიზუალური ხმაური და როგორ ვმართოთ ის
⁃ სად ვიპოვოთ იდეები გადაღებისთვის

ლექცია 2 | ტელეფონის კამერის შესაძლებლობები

⁃ ტელეფონის კამერის რეალური შესაძლებლობები
⁃ ვიდეო ფორმატები: Reels, TikTok (რა სად მუშაობს)
⁃ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა

ლექცია 3 – კომპოზიცია, სინათლე და კადრის ესთეტიკა

⁃ ძირითადი კომპოზიციის წესები
⁃ სინათლის მართვა (ბუნებრივი/ხელოვნური)
⁃ კომპოზიციის 4 ტიპი: საერთო/საშუალო/ახლო/დეტალი

ლექცია 4 (Capcut 1)

ქეფქათის საფუძვლები და მონტაჟი

⁃ CapCut-ის ინსტრუმენტების გაცნობა
⁃ ვიდეოს დაჭრა, გადასვლები და აუდიოს დამატება
⁃ ტექსტისა და გრაფიკის ჩასმა ვიდეოში (როგორ დავამატოთ განსხვავებული ფონტები)

პრაქტიკული ნაწილი: სტუდენტები ამატებენ ფონტებს და ამონტაჟებენ 10–15წმ ვიდეოს.

ლექცია 5 (Capcut 2)

ფერების კორექცია და ვიზუალური ეფექტები

⁃ როგორ დავამუშავოთ ვიდეოს ფერები CapCut-ში
⁃ როგორ შევქმნათ ვიდეო კოლაჟი
⁃ Overlay ფუნქციის სწორი გამოყენება
⁃ ფილტრები, ეფექტები და ტრენდული ვიზუალური ელემენტები

ლექცია 6 (Capcut 3) აუდიო, მუსიკა და sound design

⁃ მუსიკის სტილი Reels/TikTok-ში
⁃ Sound effect-ების ძალა
⁃ ხმა როგორც ემოციური აქცენტი
⁃ Add audio – ხმის დამუშავება ქეფქათის მეშვეობით

ლექცია 7 | სიუჟეტის სტრუქტურა და სცენარის წერა მარტივი მეთოდით

⁃ უნივერსალური სიუჟეტის ფორმულა
⁃ სიუჟეტის დაწერის სწრაფი მეთოდი (15 წუთი)
⁃ კადრის დაგეგმარება გადაღებამდე – pre editing thinking
⁃ Reverse storytelling – თანამედროვე ვიზუალური ენა

ლექცია 8

დავალების შემოწმება/უკუკავშირი.

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

26 Courses

19 students

500,00  850,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language:
Certificate: