/
01/09/2025

ქუჩის ფოტოგრაფია

00
0 Enrolled

ისწავლე „გადამწყვეტი მომენტის“ დაჭერა ანრი კარტიე-ბრესონის პრინციპებით

🗓️ თარიღი და ხანგრძლივობა

თარიღი: 28-29-30 ივლისი

ხანგრძლივობა: 3 სრული დღე

დრო: 19:00 – 22:00

📍 ლოკაცია და ლექტორები

ადგილი: ბათუმი, Le Méridien Batumi

ლექტორები: გურამ წიბახაშვილი და თინათინ კიღურაძე

💰 ღირებულება

ფასი: 400 ლარი

ვორქშოფის მოკლე აღწერა

ვორქშოპი მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს სთრით ფოტოგრაფიის თეორია, ვიზუალური ნარატივის საფუძვლები და პრაქტიკული უნარები რეალურ ურბანულ გარემოში. პროგრამა ორიენტირებულია ანრი კარტიე-ბრესონის (Henri Cartier-Bresson) პრინციპებზე – „გადამწყვეტი მომენტის“ დაჭერასა და ქუჩის ფოტოგრაფიის ესთეტიკაზე. კურსი შედგება ერთი თეორიული და ორი პრაქტიკული დღისგან: გადაღება და ნამუშევრების კრიტიკული განხილვა.

ვორქშოფის პროგრამა

დღე 1 – თეორია

თემა: ქუჩის ფოტოგრაფიის საფუძვლები

  • რა არის სთრით ფოტოგრაფია?
  • ანრი კარტიე-ბრესონის ხედვა: „გადამწყვეტი მომენტი“
  • კომპოზიცია, სინათლე და ჩარჩო
  • ეთიკა და ქუჩაში მუშაობის სპეციფიკა
  • ინსპირაციული ფოტოების განხილვა

დღე 2 – პრაქტიკა

თემა: ფოტო-გადაღება ბათუმის ქუჩებში

  • საველე გადაღება ურბანულ სივრცეში
  • ინდივიდუალური დავალებები
  • ინსტრუქტორის კონსულტაცია გადაღებისას
  • ფოტოების გადარჩევა მესამე დღისთვის

დღე 3 – განხილვა

თემა: პორტფოლიო რევიუ და ანალიზი

  • მონაწილეთა ნამუშევრების ჩვენება
  • კონსტრუქციული უკუკავშირი
  • ჯგუფური დისკუსია და კრიტიკული ხედვის განვითარება
  • რჩევები მომავალი პრაქტიკისთვის

ვისთვის არის განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ქუჩის ფოტოგრაფიის არსის გაგება და ვიზუალური დაკვირვების უნარის განვითარება.

📷 საჭიროა: კამერა ან მობილური ტელეფონი.

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

5 Courses

0 students

400,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language:
Certificate: