Food and Beverage-ს კურსი
🍽️ ლუკა ნაჭყებიას საავტორო კურსი
კურსის მიზანი
ლუკა ნაჭყებიას საავტორო Food and Beverage კურსი, 15 ლექციის მანძილზე, გთავაზობთ სარესტორნო თეორიისა და პრაქტიკის სრულ ჩამოყალიბებას. კურსი განკუთვნილია როგორც ახალბედებისთვის, ისე მოქმედი მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ გააღრმავონ ცოდნა და გააუმჯობესონ უნარები. თითოეული ლექცია მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ ვარჯიშებს, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს განავითარონ იდეალური კონცეფცია და სისტემის ჩამოყალიბება მათი რესტორნისთვის. ამ კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები გახდებიან გასტრონომიის მეცნიერებების პროფესიონალები და შეიტყობენ, როგორ გამოიყენონ მომავალი შესაძლებლობები კარიერის განვითარებისათვის.
სპიკერი
სასწავლო პროგრამა
- ლექცია 1:
კულინარიის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, რა არის კულინარია, რა არის გასტრონომია
- ლექცია 2:
კულინარიის განვითარების დინამიის ჯგუფური განხილვა
- ლექცია 3:
გეოგრაფიის როლი კულინარიული კულტურის ჩამოყალიბებაში
- ლექცია 4:
რეგიონალური მენიუების განხილვა
- ლექცია 5:
სერვისის მოდელების განხილვა
- ლექცია 6:
მომსახურების დინამიკის ვარჯიში
- ლექცია 7:
ნუტრიცია და დიეტოლოგია
- ლექცია 8:
ეტიკეტის შემუშავება, კალორიების დათვლა
- ლექცია 9:
რეგულაციები, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია
- ლექცია 10:
მენიუს წარმოება, ოპტიმიზაცია, გამოსავლიანობის კონტროლი
- ლექცია 11:
მენიუს აწყობა
- ლექცია 12:
მენიუს კალკულაცია, სარესტორნო ფასწარმოება
- ლექცია 13:
კერძის კალკულაცია
- ლექცია 14:
რესტორნის კონცეპტის სრულყოფა
- ლექცია 15:
რესტორნის კონცეპტის ჩაბარება, განხილვა, ზეპირი პრეზენტაცია
- ლექცია 16: გასვლითი.