
Food and Beverage – ბათუმი
📅 თარიღები: 15-16-17 სექტემბერი
⏰ დრო: 19:00 – 22:00
💰 ფასი: 450 Gel (შეგიძლიათ ეტაპობრივად გადახდა)
📍 მისამართი: ბათუმი, რუმს ჰოტელი.
კურსის მიზანი
ლუკა ნაჭყებიას საავტორო Food and Beverage კურსი, გთავაზობთ სარესტორნო თეორიისა და პრაქტიკის სრულ ჩამოყალიბებას. კურსი განკუთვნილია როგორც ახალბედებისთვის, ისე მოქმედი მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ გააღრმავონ ცოდნა და გააუმჯობესონ უნარები.
ინტენსიური კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ ვარჯიშებს, რაც საშუალებას აძლევს დამსწრეებს განავითარონ იდეალური კონცეფცია და სისტემა მათი ობიექტისთვის.
სპიკერი
ლუკა ნაჭყებია: ცნობილი ქართველი ექსპერტი, რომელმაც თავისი ცოდნა და გამოცდილება გააზარა მრავალი წარმატებული რესტორნის შექმნაში.
სასწავლო პროგრამა:
- რა არის კულინარია, რა არის გასტრონომია;
- გეოგრაფიის როლი კულინარიული კულტურის ჩამოყალიბებაში;
- რეგიონალური მენიუების განხილვა;
- სერვისის მოდელების განხილვა;
- ეტიკეტის შემუშავება, კალორიების დათვლა;
- რეგულაციები, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია;
- მენიუს წარმოება, ოპტიმიზაცია, გამოსავლიანობის კონტროლი;
- მენიუს აწყობა;
- მენიუს კალკულაცია, სარესტორნო ფასწარმოება;
- კერძის კალკულაცია;
- რესტორნის კონცეპტის სრულყოფა;
- რესტორნის კონცეპტის ჩაბარება, განხილვა, ზეპირი პრეზენტაცია.