/
19/11/2024

ვიდეო მონტაჟი (Adobe Premire Pro/Capcut)

ინფო:

 

📅 თარიღი:26.11.2024 – 21.12.2024.

⏰ კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე, 8 ლექცია, ჰიბრიდული.
🗓️ დღე: სამშაბათი-შაბათი.
⏰ დრო: 19:00-21:00/16:00-18:00 სთ.
💰 ფასი: 650 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა).

📍 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე.

 

კურსი:

 

კომუნიკაციის დამყარების სხვადასხვა ხერხებს  შორის ვიზუალურ ინფორმაციას გამორჩეული ადგილი უკავია. ამის მიზეზი მდგომარეობს იმაში რომ ადამიანების უმეტესობას ინფორმაციის აღქმა და ათვისება მხედველობით ყველაზე სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის ჩადების გარეშე შეუძლია. ვიზუალურად გადმოცემული ინფორმაცია შინაარსს მარტივად აღქმადს ხდის, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ფართო აუდიტორიასთან სასურველი შეტყობინების მოკლე დროში მიტანას. რაც დრო გადის  ინფორმაციის ვიზუალურად მიწოდების მოთხოვნილება უფრო იზრდება და ამიტომაც ის საჭიროებს ორიგინალური ფორმების მიგნებას.

 

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი:

ნებისმიეირ ადამიანისთვის ვისაც სურვილი აქვს შექმნას ვიდეოკონტენტი საკუთარი ამოცანების მისაღწევად.

 

კურსის მიზანი:

 

კურსის მიზანია სამონტაჟო პროგრამების შესახებ საბაზისო ცოდნა მისცეს დაინტერესებულ ადამიანს. პროგრამა შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან.

კურსის ხელმძღვანელია თემო ეზუგბაია, რომელიც მრავალი წელია ამ ინდუსტრიაშია და მუსიკალური კლიპის და რეკლამის რეჟისურითაა დაკავებული.

 

ლექტორის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

 

სილაბუსი:

 

ლექცია #1: პროგრამის ინტერფეისი, ნავიგაცია

ლექცია #2: მონტაჟის ძირითადი პრინციპები

ლექცია #3: ვიდეო ეფექტები

ლექცია #4: აუდიოს დამუშავება

ლექცია #5: მულტიკამერა

ლექცია #6: ფერების კორექცია

ლექცია #7: ტიტრები

ლექცია #8: CapCut

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

27 Courses

0 students

400,00  650,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes