/
02/04/2024

ფოტოთერაპია

ინფო:

 

➡ თარიღი: 05-19.04.2024/06.-20.04.2024
➡ დღე: პარასკევი/შაბათი
➡ დრო: 19:00-22:00სთ/12:00-15:00სთ
➡ მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე “ნეთვორქი”
➡ ფასი: 480 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)

 

თუ გსურთ, რომ თქვენი ყოველდღიური ფოტოები ბევრად უფრო ნათელი, ხარისხიანი და კრეატიული იყოს, გსურთ რომ მოგზაურობის დროს თქვენი სმარტფონით პროფესიონალურ დონეზე შეძლოთ ფოტოების გადაღება და დაუვიწყარი მოგონებების აღბეჭდვა და იცოდეთ როგორ გამოიყენოთ ყველა ის ღილაკი და ფუნქცია, რის საშუალებასაც დღესდღეობით თითქმის ყველა მობილური ტელეფონის კამერა გვაძლევს.

როგორ ფიქრობთ, ლამაზი და ეფექტური ფოტოგრაფია – ტალანტის შედეგია? რა თქმა უნდა არა, ფოტოგადაღება ის უნარია, რომელიც შეგიძლია გამოიმუშავო! მით უფრო, როდესაც საუბარია მობილურ ფოტოგრაფიაზე.

ალბათ ხშირად გინახავთ თვალისმომჭრელი სილამაზე და გიფიქრიათ – ნეტავ ამ სილამაზის  დამახსოვრება შემეძლოს აბსოლუტური სიზუსტით, ალბათ გინატრიათ –  ნეტავ ამის აღბეჭდვა შემეძლოს,
გინატრიათ #nofilter კადრი ისეთი ეფექტური იყოს რომ სიამაყით მიუთითო მის ბუნებრივობაზე.
ეს ყველაფერი შესაძლებელია! საკუთარი ტელეფონი შეგიძლიათ თქვენს ტილოდ აქციოთ.

ამ ყველაფერში კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი, თავისი საქმის პროფესიონალი ფოტოგრაფი, მარი ნაკანი დაგეხმარება!

აირჩიეთ თქვენთვის მისაღები გრაფიკი, პარასკევის საღამოს ან შაბათის დღის ჯგუფი!
შემოგვიერთდით მარი ნაკანის ვორქშოპზე და დაიწყეთ თქვენი საინტერესო მოგზაურობა ფოტოგრაფიის სამყაროში!

 

ლექტორი:

 

მარი ნაკანის პროფესიული განათლება მოიცავს არა მხოლოდ ფოტოგრაფიას, არამედ თეატრსა და ხელოვნებას. მან სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ისწავლა 4 წელი და ფოტოგრაფიის დიპლომი აიღო, ასევე GIPA-ში გაიარა სტრატეგიული და კრეატიული რეკლამის კურსები. სწავლბდა რუსთაველის თეატრში გოგი ალექსი მესხიშვილის სახელოსნოში, ხოლო გოგი ხოშტარიასთან 5 წელი ხელოვნების ისტორიას გადიოდა.

მისი ფოტო ნამუშევრები დაჯილდოვდა მთავარი პრიზით  Behance-ის კონკურსზე და პრაღის Quadrennial-ზე. ასევე მის პროფესიულ ზრდას ხელი შეუწყო ვორქშოფებში მონაწილეობამ,  სხვადასხვა მასტერკლასებისა და სასწავლო პროგრამების გავლამ ცნობილი ფოტოგრაფებისა და ხელოვანების ხელმძღვანელობით.

მარი ნაკანმა, ჩვენს ქვეყანაში ხელი შეუწყო კომერციული ფოტოგრაფიის ჟანრის განვითარებას, მრავალი წელი მუშაობდა ჟურნალებში, ქმნიდა ყდებს, ცნობილ პორტრეტებს, კრეატიულ ბანერებს, ყველაზე მაშტაბური რეკლამების საიმიჯო ბილბორდებს. მისმა გამოცდილებამ და ცოდნამ მისცა საშუალება არა მხოლოდ შეეექმნა დასამახსოვრებელი  სურათები, არამედ წარმატებით ესწავლებინა ფოტოგრაფია და გადაეცა მისი უნიკალური გამოცდილება სხვებისთვის. ასევე ჩაატარა რამდენიმე ათეული კერძო კურსი და მასტერკლასები, სადაც მისი ცოდნა და უნარები გადასცა ამბიციურ სტუდენტებს, რომლებიც ახლა თავად ქმნიან ხარისხიან პროექტს.

მობილური ფოტოგრაფიის კურსი არ არის მხოლოდ ცოდნის ნაკრები, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ნულიდან შეხვიდე ფოტოგრაფიის სამყაროში ან გაიუმჯობესო უნარები. მარის კურსი გთავაზობთ არა მხოლოდ ფოტოგრაფიის ტექნიკურ ასპექტებს, არამედ გიზიარებთ წარმატების მოპოვების მისეულ გზებს და პოპულარიზაციისა და მონეტიზაციის საიდუმლოებებს.

 

გაიდლაინი:

 

სამოქმედო გეგმა, თუ როგორ გამოიყენოთ ფოტოგრაფია თქვენი ცხოვრების შესაცვლელად:

 

  1. განსაზღვრეთ თქვენი ნიშა: აირჩიეთ მიმართულება ფოტოგრაფიაში, რომელიც გაინტერესებთ და რომელშიც გსურთ განვითარება. ეს შეიძლება იყოს პორტრეტის ფოტოგრაფია, პროდუქტის ფოტოგრაფია, მოდა ან სხვა.
  2. განავითარეთ თქვენი უნარები: შეისწავლეთ ფოტოგრაფია, იექსპერიმენტეთ სხვადასხვა ტექნიკით და სტილით. გამოხატეთ თქვენი ინდივიდუალიზმი და გვაჩვენეთ თქვენი უნიკალური პერსპექტივა კამერის ობიექტივიდან.
  3. შექმენით პორტფოლიო: შეაგროვეთ თქვენი საუკეთესო ნამუშევრები და გამოაქვეყნეთ ისინი ონლაინ. აჩვენეთ მსოფლიოს თქვენი ნიჭი და სტილი პოტენციური კლიენტების მოსაზიდად. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარეები საჯაროდ.
  4. გააძლიერეთ თქვენი ბრენდი: შეკრიბეთ შემოქმედებითი ადამიანები და იმუშავეთ ერთად, დადეთ პოსტები კოლაბორაციულად, გამოიყენეთ სხვა პლატფორმები თქვენი ფოტოგრაფიის პოპულარიზაციისთვის და ახალი კლიენტების მოსაზიდად იმიონაწილევეთ ჯგუფურ გამოფენებში. მოყევით თქვენს შესახებ ყველგან, გააზიარეთ თქვენი მიდგომა ფოტოგრაფიისადმი და შესთავაზეთ თქვენი მომსახურება სხვადასხვა კომპანიებს, ნუ დაელოდებით რომ თავად მოვლენ ისინი.
  5. განიხილეთ სწავლის შესაძლებლობები : განავითარეთ საკუთარი თავი, როგორც მობილური ფოტოგრაფიის ექსპერტი. მობილური ფოტოგრაფიის კურსის გავლის გზით. ეს კურსი მოგცემთ ყველა იმ ცოდნას და უნარს, რომელიც გჭირდებათ თქვენი სმარტფონიდან საოცარი ფოტოების გადასაღებად!
  6. დაიწყეთ თქვენი სერვისების შეთავაზება: როგორც კი საკმარის გამოცდილებას და თავდაჯერებულობას შეიძინეთ, დაიწყეთ მომსახურების შეთავაზება, როგორც ფოტოგრაფი. გადაიღეთ კლიენტებისთვის, გააკეთეთ ფოტო გადაღებები , შექმენით კონტენტი ბრენდებისთვის და მრავალი სხვა.
  7. დააკვირდით ქართულ ბაზარს, გამოიკვლიეთ მომხმარებლის საჭიროებები და შეავსეთ დეფიციტური ნიშა.* მინიმალური ტექნიკური მოთხოვნა: ტელეფონი რომელიც 2021 წლის შემდეგ გამოვიდა (უმჯობესია აიფონი 12 პრო და მის შემდეგ გამოსული მოდელები)

 

ფოტოთერაპიის სილაბუსი:

 

  • მობაილ ფოტოგრაფიის საწყისები;
  • არსებული განათების სწორად გამოყენება;
  • პორტრეტის ეფექტურად გადაღება;
  • ჩრდილების მეშვეობით სახის ნაკვთების შეცვლა;
  • განათების 4 სქემა რომელიც უხდება ადამიანს: პეპელა/რემბრანდტი/კომბინირებული/პატერნი;
  • სტრესულ სიტუაციაში გადაღების მობილიზება;
  • კომპოზიცია;
  • კრეატივი;
  • რა სხვაობაა მხატვრულ შუქსა და ბრტყელ გამოსახულებას შორის;
  • მარი ნაკანითან ერთად სრული ფოტოგადაღება;

 

ვორქშოპზე ვისაუბრებთ როგორ დავაყენოთ სმარტფონის პარამეტრები და
კვალიფიციურად გადავიღოთ ფოტოები,
შუქთან მუშაობის წესები,
კადრის აგება და კომპოზიციის ხერხები,
ჯგუფის დაწყვილება, ერთმანეთის გადაღება და სხვა..

 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

25 Courses

0 students

480.00
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes