/
20/12/2024

ფოტოგრაფია ბავშვებისთვის

ინფორმაცია:

 

➡ თარიღები: ღია რეგისტრაცია
➡ დღეები: ორშაბათი
➡ დრო: 17:00-19:00
➡ ფასი: თვეში 850 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის 33ე “ნეთვორქი”

 

ლექტორი:

 

გურამ წიბახაშვილი! ადამიანი რომელიც 40 წელია რაც ფოტოგრაფიის ინდუსტრიაში მოღვაწეობს, მის სახელს უკავშირდება მრავალი გალერიის, გამოფენის, ჟურნალ-გაზეთის, მუზეუმის დაარსება და გახსნა. მან არაერთი  საქართველოს ისტორიისთვის ფასდაუდებელი და ისტორიული კადრი აღბეჭდა ფირზე.

თინათინ კიღურაძე 2009 წლიდან ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. მისი პერსონალური ნამუშევრები გამოფენილია გერმნიაში, ავსტრიასა თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. იგი აქტიურადაა ჩართული
თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალის ორგანიზებასა და დამწყები ფოტოგრაფების ხელშეწყობა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია.

 

სილაბუსი:

ლექცია #1:
ფოტოგრაფიის ისტორია,
კამერა ობსკურა, როგორ მოიგონეს ფოტოების გადაღება.

როგორ გადავიღოთ ფოტო სახლში ფეხსაცმლის ყუთით
დაგერი, ტალბოტო, ნიეფსი.

ლექცია #2:
შუქი, როგორ ხედავს ადამიანი, როგორ ხედავს კამერა.
შუქის ფერი, შუქის ინტენსიობა და როგორ გავზომოთ შუქი.

ლექცია #3:
რატომ გვიყვარს საკუთარი თავის და მეგობრების გადაღება.

კლასიკური პორტრეტი და ფოტოგრაფიული პორტრეტი როგორც მისი გაგრძელება.
ნადარი, ზანდერი, კამერონი.

ლექცია #4:
როგორ მუშაობს ფოტო აპარატი. ფოტოაპარატის აგებულება,
შუქმგრძნობელობა, დიაფრაგმა,სიჩქარე.

ლექცია #5:
როგორ გადავიღოთ ერთი და იგივე ნივთი სხვა და სხვანაირად.

ობიექტივები, ნორმალური, ფართოკუთხიანი, გრძელფოკუსიანი.

ლექცია #6:
როგორ იღებდნენ სანამ ციფრული ფოტოგრაფია გაჩნდებოდა.

ფირით გადაღება, გამჟღავნება.

ლექცია #7:
როგორ დავბეჭდოთ ფირიდან ფოტოები. და რა არის უკამერო ფოტოგრაფია. ანალოგური ბეჭდვა.

ლექცია #8:
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ქუჩაში გადაღების დროს. კარტიე ბრესონო გადამწყვეტი წამი. კომპოზიცია.

ლექცია #9:
ერთად მუშაობა კარგია. რას ნიშნავს ფოტო სააგენტოები.

მაგნუმი – რობერტ კაპა, კუდელკა,
მაგნუმი დღეს და სხვა სააგენტოები.

ლექცია #10:
როგორ მოვყვეთ ისტორიები ფოტოგრაფიით. დუანა მიჰალს და ამერიკული ფოტოგრაფია.

ლექცია #11:
ცოტა სხვანაირი, ფოტოგრაფია როგორც საერთაშორისო ენა. როგორ ყვებიან გერმანელები ამბებს ფოტოგრაფიით.

კონცეპტუალური ფოტოგრაფია, ბეჰერების სკოლა.

ლექცია #12:
როგორ გადავიღოთ ფოტო სტუდიაში ნივთები სტუდიური მუდნივი განათებით.
პრაქტიკული ლექცია,  ნატურმორტი.


ლექცია #13:
ქართული, ლიტვური, ფრანგული და იაპონური  ფოტოგრაფია.

ლექცია #14:
როგორ გადავიღოთ მოძრავი ადამიანი  მკვეთრად სტუდიაში.

იმპულსური, სტუდიური განათება. პრაქტიკული გაკვეთილი ,პორტრეტი.

ლექცია #15:
სად წავიღოთ ჩვენი ფოტო სურატები? ფოტოგრაფია როგორც საბოლოო პროდუქტი, გამოფენა, წიგნი, კონკურსი.

 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

28 Courses

0 students

900,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes