ფოტოგრაფია
📸 ფოტოგრაფიის კურსი გურამ წიბახაშვილის და თინათინ კიღურაძის ხელმძღვანელობით
📅 თარიღი: 23.09.2024 – 30.12.2024
⏰ ხანგრძლივობა: 3.5 თვე (15 ლექცია)
🗓️ ლექციების დღე: ორშაბათი
⏰ დრო: 19:00 – 21:00
💰 ფასი: 1500 ₾ (შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა)
📍 მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე / ატენის ქუჩა 18გ, გურამ წიბახაშვილის სახელოსნო
კურსის მიზანი
კურსი Colab•კოლაბის ორგანიზებით და ორი გამოცდილი ფოტოგრაფის, გურამ წიბახაშვილის და თინათინ კიღურაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია რათა სტუდენტებს დაეხმაროს ფოტოგრაფიის თეორიული საფუძვლების და პრაქტიკული უნარების სრულყოფაში. კურსი მოიცავს ვორქშოპების მეშვეობით პრაქტიკულ დავალებებს, რომლის მიზანია სტუდენტებმა განავითარონ კრეატიული ხედვა და დამოუკიდებლად შეძლონ ფოტოგრაფიული პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.
სპიკერები
გურამ წიბახაშვილი: ფოტოგრაფი 40 წელზე მეტი გამოცდილებით, გურამ წიბახაშვილი ცნობილია როგორც მრავალი გამოფენის, ჟურნალ-გაზეთისა და მუზეუმის დამაარსებელი. მის სახელს უკავშირდება ისტორიული მნიშვნელობის კადრები, რომლებიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში გადაიღო.
თინათინ კიღურაძე: 2009 წლიდან მოღვაწეობს ფოტოგრაფიის სფეროში. მისი ნამუშევრები გამოფენილია გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში. თინათინი აქტიურად არის ჩართული თბილისის ფოტოგრაფიის ფესტივალში და დამწყები ფოტოგრაფების მხარდაჭერა მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.
სასწავლო პროგრამა
- ლექცია #1: ფოტოგრაფიის დასაწყისი, კამერა ობსკურა, ქიმიური პროცესები, დაგერი, ტალბოტი, ნიეფსი
- ლექცია #2: შუქის ფერი და ინტენსიობა, გაზომვის მეთოდები
- ლექცია #3: კლასიკური პორტრეტი და მისი განვითარება
- ლექცია #4: ფოტოაპარატის აგებულება, შუქმგრძნობელობა, დიაფრაგმა და სიჩქარე
- ლექცია #5: ობიექტივები: ნორმალური, ფართოკუთხიანი და გრძელფოკუსიანი
- ლექცია #6: ფირით გადაღება და გამჟღავნება
- ლექცია #7: ანალოგური ბეჭდვა
- ლექცია #8: კომპოზიცია და კარტიე ბრესონის “გადამწყვეტი წამი”
- ლექცია #9: “მაგნუმი” და თანამედროვე სააგენტოები
- ლექცია #10: კონცეპტუალური ფოტოგრაფია და დუანა მიჰალს
- ლექცია #11: გერმანიის კონცეპტუალური ფოტოგრაფია და ბეჰერების სკოლა
- ლექცია #12: სტუდიური განათება და ნატურმორტის პრაქტიკა
- ლექცია #13: იაპონური და ქართული ფოტოგრაფიის განვითარება
- ლექცია #14: სტუდიური პორტრეტი და ბლიცები
- ლექცია #15: ფოტოგრაფია, როგორც საბოლოო პროდუქტი: გამოფენა, წიგნი, კონკურსი