კონტენტი სოციალურ მედიაში
ინფო:
➡ თარიღები: (24.09.2024 – 19.10.2024)
➡ დღეები: სამშაბათი – შაბათი, ჰიბრიდული
➡ დრო: 20:00-22:00/16:00-18:00
➡ ფასი: 400 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის 33ე “ნეთვორქი”
კურსი:
კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიგოს, როგორ შექმნას კრეატიული კონტენტი და აღმოაჩინოს საკუთარ თავში მიმალული იდეების მანქანა. იპოვოს გასაღები, ისწავლოს მართვა, სხვადასხვა მექანიკის გატესტვა და საბოლოოდ გაუდგეს კრეატივის დაკლაკნილ გზას, რომელსაც დასასრული არ გააჩნია.
ლექტორი:
გიორგი ბურჯანაძე უკვე 5 წელია სოციალური მედიის მარკეტინგში მოღვაწეობს და ამჟამად ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანიის, ბეთლაივის კონტენტის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
მისი გამოცდილება მრავალფეროვანია და კონტენტს ქმნიდა 30-მდე სვხადასვხა პროფილის კომპანიისთვის.
5 წლის განმავლობაში იმუშავა 50-ზე მეტ პროექტზე და მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მუშაობდა როგორც იდეურ თუ ვიზუალურ კონცეპტზე, ასევე, კომუნიკაციას აწარმოებდა ყველა სოციალური მედიის პლატფორმაზე.
სულ რამდენიმე თვეა კონტენტის შექმნა დაიწყო საკუთარი ციფრული პლატფორმებისთვის და აქვს მილიონობით ნახვა, ის მზად არის მთელი მისი გამოცდილება გაგიზიაროთ და აგიხსნათ, თუ როგორ შექმნათ კრეატიული კონტენტი.
სილაბუსი:
ლექცია I – სად მივდივარ? რა მინდა?
- რა არის კონტენტი?
- ვინ არის კონტენტ კრეატორი?
- ციფრული მარკეტინგის სფეროს ძირითადი პროფესიები და მათი მოვალეობები
- სოციალური მედია პლატფორმების მიმოხილვა
- დავალება მომდევნო ლექციისთვის
ლექცია II – აქამდე მხოლოდ ვსქროლავდით, ახლა შევქმნით
- TikTok
- Youtube
- დავალება მომდევნო ლექციისთვის
ლექცია III – პირველად იყო სიტყვა…
- როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?
- ბრენდის არქეტიპები
- როგორ ვესაუბროთ აუდიტორიას – Voice of Tone
- გამორჩეული მაგალითების განხილვა
- პრაქტიკული დავალება
ლექცია IV – სადა ხარ? სად მოგზაურობ?
- გავიგოთ, სად ვეძებოთ ჩვენი აუდიტორია
- იდეა ვაქციოთ რეალობად
- კონტენტ ლაინების გენერირება
- კონტენტ კალენდარი
- საჭირო ხელსაწყოების გამოყენება
- პრაქტიკული დავალება
ლექცია V – ეს ხომ ისედაც ვიცი?
- რა პლატფორმაზეც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე…
- ინფლუენსერ მარკეტინგი
- ქომუნითების შექმნა ციფრულ პლატფორმებზე
- კონტენტი მხოლოდ ფოტო და ვიდეო არ არის. ხო, არც მხოლოდ სიტყვები…
ლექცია VI – კამპანიის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების…
- როგორ დავგეგმოთ ეფექტური კამპანია?
- კარგი ბრიფი კარგია
- საიდან ვიწყებთ, სად მივდივართ და სად ვამთავრებთ? იქნებ არ ვამთავრებთ…
- როგორ ვიმუშაოთ პროექტზე გუნდთან ერთად?
- კამპანიის ეფექტურობის განსაზღვრა
- დავალება მომდევნო ტრენინგისთვის
ლექცია VII – თუკი ცუდ კომპანიაში მოვხვდი…
- შესავალი რეკლამირებაში
- Canva – გამოვძვრეთ
- შესავალი ვიდეო ედითინგში
- ფინალური დავალების განხილვა
ლექცია VIII – არ გეშინია? არა!
- ფინალური დავალების წარდგენა სტუდენტისგან
- დავალების შეფასება
- გამოსამშვიდობებელი სიტყვები იდეების მანქანის დაძვრამდე…