HR – ადამიანური რესურსების მართვა
➡ კურსის ხანგრძლივობა: 1 თვე
➡ ლექციების რაოდენობა: 8
➡ დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი (19:00-21:00)
➡ ფასი: 650 ₾ (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე „ნეთვორქი“
ინფო:
კოლაბი წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ყველა კომპანიისთვის აუცილებელ, HR – ადამიანების რესურსების მართვის კურსს, რომლის მიზანია, მსმენელებმა შეიძინონ და გაიუმჯობესონ პერსონალის ეფექტურად მართვისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. გაეცნონ შესრულების მართვის, თანამშრომელთა შერჩევის, მოტივირების, შეფასების, სწავლა-განვითარების და შენარჩუნების მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
კურსი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვით დაინტერესებული პირებისთვის, hr სპეციალისტებისა და მენეჯერებისთვის.
კურსის პროგრამა სრულად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე და მოიცავს სწავლების ისეთ ფორმებს, როგორიცაა თეორიული პრეზენტაცია, სავარჯიშოები, როლური თამაშები, სასწავლო და რეალური ქეისების განხილვა და დისკუსიები.
ლექტორი:
ანა გაგნიძე ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 10 წელზე მეტია მოღვაწეობს.
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი/მაგისტრი და ორგანიზაციული ქცევის, ორგანიზაციული თეორიისა და ლიდერობის მიმართულებით დოქტორანტია.
7 წელზე მეტია ლექციებს კითხულობს და გამოცდილება აქვს, როგორც HR soft-ის დანერგვის, თანამშრომელთა განვითარების, ასევე შეფასების და მოტივაციის პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით. ასევე, ჩართული იყო საჯარო დაწესებულებებში საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.
ამჟამად ანა, სსიპ – იუსტიციის სახლის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზეა დასაქმებული.
სილაბუსი:
ლექცია #1: – სტრატეგიული HR
სტრატეგიული HR და მისი როლი ორგანიზაციაში;
ორგანიზაციული სტრუქტურები;
HR-ის ძირითადი მიმართულებები;
HR ადმინისტრირება და ძირითადი ადმინისტრაციული პროცესები.
ლექცია #2: – ადამიანური რესურსის დაგეგმვა
სამუშაოს ანალიზის მეთოდები;
სამუშაოს აღწერილობის (Job Descriptions) შექმნა;
გრეიდინგის სისტემები;
სამუშაო ძალის დაგეგმვა.
ლექცია #3: შერჩევა
თანამშრომლების შერჩევის სტრატეგია;
შერჩევის ეტაპები და მეთოდები;
გასაუბრების ჩატარების ტიპები და სტრატეგიები;
შერჩევის პროცესის ეფექტურობის გაზომვა;
ახალი თანამშრომლის ორიენტაციის პროცესი.
ლექცია #4: სამუშაოს შესრულების მართვა (Performance Management)
შესრულებული სამუშაოს მართვა: SMART, KPIs, MBO, OKRs მეთოდებით; შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდები (Performance Appraisal);
ეფექტური უკუკავშირი.
ლექცია #5: თანამშრომლის სწავლა-განვითარების სისტემები
სწავლების სისტემის LMS (Learning management system) შექმნა ორგანიზაციაში;
ტრენინგ საჭიროებების კვლევა (TNA);
სწავლებისა და განვითარების (L&D) სტრატეგიისა და გეგმების შემუშავება;
თანამშრომელთა კარიერული განვითარების სისტემა.
ლექცია #6: თანამშრომელთა მოტივაციისა და დაჯილდოების სისტემები
თანამშრომელთა მოტივაციის სისტემები და თეორიები;
მოტივაციის სტრატეგიები;
თანამშრომელთა შენარჩუნების და ჩართულობის მართვა.
ლექცია #7: ტალანტების მართვის სისტემა, ორგანიზაციული კვლევები და HR ანალიტიკა
ტალანტების მართვის სისტემა;
ორგანიზაციული კვლევების მეთოდები და ინსტრუმენტები;
HR ანალიტიკის მნიშვნელობა და მისი როლი სამუშაო რესურსების დაგეგმვაში;
HR კვლევებისა და ანალიტიკის თანამედროვე მეთოდები და პლატფორმები.
ლექცია #8: ინკლუზიისა და მრავლაფეროვნების მართვა, HR ბრენდინგი;
ინკლუზიისა და მრავლფეროვნების მნიშვნელობა ორგანიზაციაში და (DE&I) სტრატეგია; HR მარკეტინგი & დამსაქმებლის ბრენდინგი.