
ფინანსები და სამართალი ბიზნესისთვის
თარიღი: 19.05.2025 – 21.05.2025
ხანგრძლივობა: 3 დღე.
ლექციების დღე: ორშაბათი-ოთხშაბათი (ფიზიკური დასწრება)
დრო: 19:00 – 22:00
ფასი: 280 GEL (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე
ტრენერები:
სესილი ქადარია – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ჰააგის კონვენციის ფარგლებში ლიცენზირებული ადვოკატი.
გაგა ბუიშვილი – ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში, საბუღალტრო-საგადასახადო განყოფილების ხელმძღვანელი სფეის ინთერნეიშენალში.
კურსის აღწერა:
ყველამ იცის რომ პირველი ბიზნესის გაკეთებისას უფრო მეტი რისკი და თავსატეხი გხვდება წარმატების გზაზე ვიდრე ყოველი შემდეგის შემთხვევაში. იმისთვის, რომ მაქსიმალურად თავიდან აირიდო მოსალოდნელი დაბრკოლებები, სავალდებულოა გაეცნო შენი როგორც დირექტორის უფლებებს, თავიდანვე გაიაზრო ვალდებულებები და სხვისი ქეისების შესწავლით შეეცადო, რომ პირველივე მცდელობისას შექმნა წარმატებული ბიზნესი. ინფორმირებული ბიზნესმენი უფრო მარტივად მართავს ბიზნეს საქმიანობას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილე სრულყოფილად იგებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ბიზნესის ფორმებს, არსებულ გადასახადებსა და დირექტორის/დამფუძნებლის ვალდებულებებს.
2021 წელს საქართველომ 2 მნიშნელოვანი კანონი მიიღო, რომელმაც შეცვალა სამეწარმეო საქმიანობის პრინციპები. დირექტორს გაეზარდა ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, რომლის ცოდნაც აუცილებელია. გამკაცრდა პირადი პასუხისგმებლობის ფარგლებიც.
ტრენინგის გავლის შემდეგ, მონაწილე ეცნობა დირექტორისა და პარტნიორის ვალდებულებებს, პასუხისმგებლობის საზღვრებსა და თავიდან იცილებს კომპანიის გაკოტრების რისკებს.
ტრენინგის ფარგლებში ასევე განვიხილავთ, უცხო ქვეყანაში ბიზნესის რეგისტრაციის პლიუსებსა და რისკებს, მათ შორის დუბაის და შოტლანდიის მოდელიდან გამომდინარე.
ტრენინგი არის 3 დღიანი, პირველი დღე ეთმობა კანონმდებლობის თანახმად ბიზნესის სახეების განხილვას, მათ გადასახადებსა და რისკებს. მისი რეგისტრაციის ადგილს, მნიშნელობასა და ბიზნეს საქმიანობის სახეებს.
მეორე დღე ეთმობა დირექტორისა და პარტნიორების საკანონმდებლო ვალდებულებებს, შეღავათიანი გადახდის რეჟიმსა და პირადი ქონებით პასუხისმგებლობის ფარგლებს.
ტრენინგის ფარგლებში ისწავლით როგორ გამოიყენოთ უფლებები, რომლის შესახებაც შეიძლება არ გსმენიათ და აგარიდოთ ხშირად დაშვებული შეცდომები, რაც რისკის ქვეშ აყენებს ბიზნეს საქმიანობას.
მასტერკლასის სილაბუსი:
დღე #1:
- ინდივიდუალური მეწარმის სახე, მისი გადასახადები, გაკოტრების რეჟიმი, პირადი პასუხისგმებლობა.
- სამეწარმეო სუბიექტების სახეები, ყველაზე გავრცელებული ფორმა, შპს- დაფუძნება, გადასახადები, გაკოტრება. (რეგისტრაციის ადგილი)
- ბიზნესის რეგისტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში. რა დროს არის რეკომენდირებული და რომელი ბიზნესის შემთხვევაში ამართლებს.
დედა კომპანიის დაფუძნება, შვილობილი კომპანიის არსი, მოგების გადასახადის გატანა. შრომის ინსპექცია (შეცვლილი კანონმდებლობა)
დღე #2:
- პარტნიორისა და დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, რეკომენდაციები.
- დირექტორის ზრუნვის მოვალეობა, გულსიხმიერება, კეთილსინდისიერება დირექტორის ინტერესთა კონფლიქტი
დირექტორის ანგარიშების წარდგენა, გაკოტრების პრევენცია. - საცალო გარიგებები, როგორ არ უნდა მოიქცე, რომ აირიდო პირადი პასუხისმგებლობა. მოგების გატანა კომპანიიდან. სასამართლო პრაქტიკა
დღე #3:
პირველი 1 საათი
- საქართველოში მოქმედი გადასახადები:
- საშემოსავლო გადასახადი;
- მოგების გადასახადი;
- დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
- ქონების გადასახადი;
- იმპორტის გადასახადი
- აქციზი;
- ეკონომიკური საქმიანობის განმარტება:
- ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა.
- შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები და საშემოსავლო გადასახადი ფიზიკურ პირებზე:
- საშემოსავლო გადასახადი:
- მეწარმე ფიზიკური პირი – 20%-იანი განაკვეთი;
- მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი – 1%-იანი განაკვეთი 500 000 ლარამდე და 3%-იანი განაკვეთი 500 000 ლარზე ზემოთ;
- მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი – 0% განაკვეთი (უფლება აქვს მხოლოდ 30 000 ლარამდე შემოსავალი მიიღოს წლის მანძილზე);
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი – ყოველთვიური გადასახადი მერყეობს 1-2000 ლარამდე საქმიანობის მიხედვით;
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) რეგისტრაცია და მოგების გადასახადი:
- მოგების გადასახადი და დასაბეგრი ოპერაციები:
- მოგების განაწილება;
- არაეკონომიკური ხარჯი;
- უსასყიდლოდ მიწოდება;
- წარმომადგენლობითი ხარჯი;
კითხვა პასუხი აუდიტორიის მიერ წამოჭრილ თემებზე 15 წუთი.
შესვენება 10 წუთი.
მეორე 1 საათი.
- დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ):
- რა შემთხვევაში შეიძლება მოგვიწიოს დღგ-ის გადახდა;
- როგორ ხდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია და მისი გაუქმება;
- რა საქმიანობები (სფეროები) თავისუფლდება დღგ-გან;
- ქონების გადასახადი:
- ქონების გადასახადი ფიზიკური პირებისათვის, მისი გამოანგარიშების მეთოდიკა და გადახდის ვადები;
- ქონების გადასახადი იურიდიული პირებისათვის, მისი გამოანგარიშების მეთოდიკა და გადახდის ვადები;
- რჩევები დამწყები ბიზნესმენებისათვის, რომელი სამართლებრივი ფორმა შევარჩიოთ და როგორ ვმართოთ საგადასახადო რისკები:
- მეწარმის რეგისტაციის უპირატესობები;
- შპს-ს რეგისტრაციის უპირატესობები;
- საკუთარი ფულადი კაპიტალით ბიზნესის დაწყება;
- საბანკო კრედიტით ბიზნესის დაწყება;
კითხვა პასუხი აუდიტორიის მიერ წამოჭრილ თემებზე 15 წუთი.