/
22/12/2023

კრეატიული კონტენტის შექმნა

00
0 Enrolled

ინფორმაცია:

 

➡ თარიღები: ღია რეგისტრაცია
➡ დღეები: ოთხშაბათი – შაბათი
➡ დრო: 19:00-21:30/16:00-18:00
➡ ფასი: 450 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის 33ე “ნეთვორქი”

 

ლექტორი:

 

გიორგი ბურჯანაძე ბეთლაივის Content Team Lead. ჩემი გამოცდილება სოციალურ მედიაში მრავალფეროვანია და თითქმის 5 წელს ითვლის. მიმუშავია როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში(თბილისის მერია, ასევე, ტრადიციულ მედიაში(საზოგადოებრივი მაუწყებელი) და სათამაშო ბიზნესში (adjarabet; betlive) გარდა ამისა, პარალელურად, დამატებით ვქმნიდი კვების ობიექტის, ოპტიკის სფეროსა და ავეჯის მაღაზიათა ქსელის კონტენტს. ჩემი გამოცდილება აერთიანებს კამპანიის იდეური თუ ვიზუალური კონცეფციის შემუშავებას და შემდეგ შექმნილი პროდუქტის საკომუნიკაციო სხვადასხვა არხში განთავსებას.

 

კურსი:

 

კურსის მიზანია, სტუდენტმა გაიგოს, როგორ შექმნას კრეატიული კონტენტი, იპოვოს საკუთარი უნიკალური ენა, გაიგოს ვინ არის მისი აუდიტორია და რა პლატფორმებზე ეკომუნიკაციოს მას. კურსის შემდეგ, სტუდენტი დაუბრკოლებლად შეძლებს იმუშაოს კომპანიაში გუნდთან ერთად ან დამოუკიდებლადაც შეძლოს კონკრეტული დამკვეთისთვის რელევანტური კონტენტის შექმნა.

 

სილაბუსი:

 

ტრენინგი I – შესავალი

  • რა არის კონტენტი?
  • ვინ არის კონტენტ კრეატორი?
  • ციფრული მარკეტინგის სფეროს ძირითადი პროფესიები და მათი მოვალეობები
  • რა არის ბრიფი და როგორ შევქმნათ იგი სწორად?

ტრენინგი II – კომუნიკაცია აუდიტორიასთან

  • როგორ მოვყვეთ ამბავი საინტერესოდ?
  • გავიგოთ ვინ არის ჩვენი აუდიტორია?
  • ბრენდის არქეტიპის საფუძვლები – ბრენდი, როგორც პერსონა (Voice of Tone)
  • გამორჩეული მაგალითების განხილვა
  • პრექტიკული დავალება

ტრენინგი III – საკომუნიკაციო პლატფორმები და მათი მახასიათებლები

  • Facebook
  • Instagram
  • TikTok
  • Youtube
  • LinkedIn
  • დავალება მომდევნო ტრენინგისთვის

ტრენინგი IV – კონტენტის შექმნის პროცესი

  • იდეა ვაქციოთ რეალობად
  • ტექსტი VS ვიზუალი
  • კონტენტ ლაინების გენერირება
  • კონტენტ კალენდარი
  • საჭირო ხელსაწყოების გამოყენება
  • დავალება მომდევნო ტრენინგისთვის

ტრენინგი V – კამპანიის დაგეგმვა და მართვა

  • როგორ დავგეგმოთ ეფექტური კამპანია?
  • საიდან ვიწყებთ, სად მივდივართ და სად ვამთავრებთ? იქნებ არ ვამთავრებთ…
  • როგორ ვიმუშაოთ პროექტზე გუნდთან ერთად?
  • კამპანიის ეფექტურობის განსაზღვრა
  • ჯგუფებად დაყოფა და დავალება მომდევნო ტრენინგისთვის

ტრენინგი VI – რომ არ დავიჩაგროთ…

  • შესავალი რეკლამირებაში
  • Canva – გამოვძვრეთ
  • ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნა
  • შესავალი ვიდეო ედითინგში
  • პრაქტიკული დავალება

ტრენინგი VII – ხრიკები და პრობლემის გადაჭრის მარტივი გზა

  • საიტები, რომლებიც პრობლემებს გვიმარტივებენ
  • ინფლუენსერ მარკეტინგი
  • უფასო რეკლამა – Fb ჯგუფები
  • როგორ გამოვასწოროთ შეცდომები?
  • ფინალური დავალების ახსნა ჯგუფებისთვის

ტრენინგი VIII – ფინალური დავალება

  • ფინალური დავალების წარდგენა სტუდენტისგან
  • დავალების განხილვა
  • შეფასება/სერტიფიკატების გაცემა

 

 

 

 

 

 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

25 Courses

0 students

450.00
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes