/
22/12/2023

კომუნიკაციების მენეჯმენტი

00
0 Enrolled

ინფორმაცია:

 

➡ თარიღები: ღია რეგისტრაცია
➡ დღეები: ოთხშაბათი – შაბათი
➡ დრო: 19:00-21:30/16:00-18:00
➡ ფასი: თვეში 425 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის 33ე “ნეთვორქი”

 

კურსი:

 

კომუნიკაციების მენეჯმენტი არის დარწმუნების სტილი, რომელიც გულისხმობს ურთიერთობისას პარტნიორის ამოცანებისა და იდეების მხედველობაში მიღებას. კომუნიკაციისას იგი აძლევს პარტნიორს შესაძლებლობას, გამოხატოს საწინააღმდეგო მოსაზრებები, ღიად გააჟღეროს საკუთარი ინტერესები. ასერტიული კომუნიკაცია ამყარებს მოგება-მოგების პრინციპს ურთიერთობებში და წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ჯანსაღი, მაღალი პროდუქტიულობის ხელშემწყობი სამუშაო გარემოს შექმნისათვის, რადგანაც შესაძლებელს ხდის კონფლიქტის პრევენციას და არეგულირებს სტრესის დონეს.

პროგრამა არა მხოლოდ წარადგენს ძირითად თეორიებსა და პრინციპებს, არამედ პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით სიღრმისეულად შეასწავლის ასერტიულობის ექვსნაწილიან მოდელს. უფრო მეტიც, კურსი ორიენტირევულია იმის სწავლებაზე, თუ როგორ მოვიქცეთ ასერტიულად და როგორ ვმართოთ გარშემომყოფთა აგრესიული და პასიური იმპულსები.

 

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებს ეცოდინებათ: 

 

  • ძირითადი ცნებები, რომელიც აუცილებელია კომუნიკაციის პროცესის შესაცნობად
  • ასერტიულობის საბაზო მოდელი და ეგოს პოზიციების ძირითადი მახასიათებლები
  • საკუთარი თავის მიმართ მიმღებლობისა და სხვების მიღების მნიშვნელობა და მეთოდები
  • მოდელები და მესიჯები, რომლებიც მარტივად გამოყენებადი და ეფექტურია კომუნიკაციის პროცესში
  • პრაქტიკული კომუნიკაციის ტექნიკები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს რთული საუბრების პროცესში
  • უნარები, რომელთა გაუმჯობესებაც ინდივიდუალურად ესაჭიროებათ კომუნიკაციის მიმართულებით

 

პროგრამის დასარულს მონაწილეებს შეეძლებათ:

 

  • კომუნიკაციის უნარების გამოყენება, რომლებიც მათ გახდიან უკეთეს „მიმღებსა“ და „გამცემს“
  • ასერტიული კომუნიკაციის მეთოდების დანერგვა საქმიან კონტექსტში
  • საკუთარი საჭიროებებისა და მოლოდინების ფორმულირება გასაგები, შემჭიდროვებული და ასერტიული ფორმით
  • კომუნიკაციისას პარტნიორული ურთიერთობების დამყარება
  • ასერტიული კომუნიკაციის ტექნიკების დანერგვა რთული საუბრების კონტექსტში

 

სილაბუსი:

 

ლექცია #1: კურსის გახსნა

  • პროგრამის წარდგენა
  • მოლოდინები
  • გავლენის
  • ამოცანების, მეთოდების და ძირითადი ჩარჩოს განსაზღვრა
  • ინდივიდუალური წვლილისა და მოლოდინის შესწავლა

ლექცია #2: ასერტიულობის საბაზო მოდელი

  • ინსტიქტური რეაქციების მიმოხილვა
  • ასერტიული ქცევის განმარტება და დახასიათება
  • ცნობიერების ამაღლება ასერტიული კომუნიკაციის არსსა და ასერტიულ ქცევაზე

ლექცია #3: კომუნიკაციის წესები

  • კომუნიკაციის ძირითადი წესების გაცნობა
  • ინტერაქტიული პრეზენტაცია

ლექცია #4: გააზრებული კომუნიკაციის საფუძვლები

  • კომუნიკაციის ძირითადი მიდგომები
  • ასერტიული კომუნიკაციის არხები

ლექცია #5: რატომ და როდის ვიყოთ ასერტიულები?

  • ცნობიერების ამაღლება ასერტიულობის დანიშნულებასა და შესაბამისობაზე
  • ინტერაქტიული პრეზენტაცია

ლექცია #6: ჩვენი კომუნიკაციის სტილი

  • თითოეული მონაწილის მიერ კომუნიკაციის ინდივიდუალური სტილისა და ფორმის იდენტიფიცირება
  • ტესტი (შეფასება)
  • ჯგუფური დისკუსია

ლექცია #7: 6 ეგოს პოზიცია

  • ეგოს პოზიციის განმარტება
  • ეგოს პოზიციის ამოცნობა
  • ეგოს პოზიციების გაცნობა და მათი არსის საფუძვლიანი შესწავლა
  • ფილმის ანალიზი
  • ინტერაქტიული პრეზენტაცია

ლექცია #8: როგორ ვიყოთ ასერტიულები?

  • ასერტიული ქცევის პრინციპები
  • აქტიური მოსმენის არსი
  • როგორ ვიყოთ კარგი მსმენელები?
  • სერტიული ქცევის პრინციპებისა შეგროვება და შესწავლა
  • ჯგუფური სავარჯიშო
  • ინტერაქტიული პრეზენტაცია

ლექცია #9: მე-შეტყობინება

  • მე-შეტყობინების არსი
  • მე-შეტყობინების გამოყენებასთან დაკავშირებული ბენეფიტები და სირთულეები
  • მე-შეტყობინებების გამოყენება ემოციურად დაძაბულ სიტუაციებში
  • ცრუ-მე-შეტყობინება
  • პრეზენტაცია
  • ინდივიდუალური სავარჯიშო

ლექცია #10: კრიტიკა

  • კრიტიკის გაცემა და მიღება
  • ქების გაცემა და მიღება
  • თხოვნა და თხოვნის უარყოფა
  • ასერტიული “არა“
  • საჩივრების მართვა
  • კონფლიქტების მართვა
  • ინტერაქტიული პრეზენტაცია
  • სიტუაციური სავარჯიშოები

 

 

 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

29 Courses

0 students

850,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes