/
24/10/2024

ბრენდის სტრატეგია

00
0 Enrolled

ინფო:

 

თარიღი: 20.03.2024-17.04.2024
დღე: ორშაბათი-ოთხშაბათი
დრო: 19:00-22:00სთ
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე „ნეთვორქი“
ფასი: 1500 Gel (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)

 

ლექტორი:

 

შოთა ჩინჩალაძე LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდის სტრატეგი და თანმიმდევრული ბრენდინგის მრჩეველია. მისი კარიერა 2010 წელს მედიქლაბჯორჯიაში, მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობით დაიწყო. იყო Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების ოფიციალური მაკრო დისტრიბუტორის მარკეტინგის მენეჯერი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მართავდა საავტომობილო ინდუსტრიის ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა Shell, Landirenzo, Energizer, Faber და ა.შ. 2012-2020 წლებში სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის წევრი იყო და ბრენდინგისა და საკომუნიკაციო პროექტებზე ისეთ დიდ ბრენდებთან მუშაობდა როგორებიცაა: ნატახტარი, მთიელი, TOYOTA კავკასია, VTB ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირი, დრესაპ ჯგუფი და ა.შ. 2020 წლიდან დამოუკიდებელ სტრატეგად მუშაობს და დღემდე 20ზე მეტ კომპანიას დაეხმარა საკუთარი ბრენდის გააზრებაში, ბრენდის ღირებულებითი, ვერბალური და ვიზუალური სტრატეგიების შექმნაში. 2013 წლიდან კითხულობს ლექციებს ბრენდინგსა და მარკეტინგში, ჯიპაში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ტრენინგ ცენტრებში. 2020 წლიდან მართავს საკუთარ ინსტაგრამ გვერდსაც, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ბრენდინგისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების შესახებ ცოდნას უზიარებს და ძლიერი ქართული ბრენდების შექმნისთვის აუცილებელი ცოდნით ამარაგებს.

 

კურსი:

 

24 საათიანი ინტენსიური კურსი თანამედროვე ბრენდინგის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნების: სხვანაირობის, განსხვავებულობის გარშემო იქნება აგებული.  კურსის განმავლობაში ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ და თანამედროვე ბრენდების მართვის უმთავრეს პრინციპებს გავეცნობით. განსაკუთრებულ ყურადღებას ჯგუფურ, პრაქტიკულ სამუშაოებს და მათ შეფასებას, დეტალურ უკუკავშირს დავუთმობთ. მასტერკლასის გავლის შედეგად, თითოეული მონაწილეს ექნება მყარი საბაზისო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ბრენდის, ბრენდინგისა და ბრენდის მართვის ყველაზე თანამედროვე პრინციპების შესახებ.

 

ვისთვისაა კურსი:

 

კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც ბრენდის მართვისთვის აუცილებელი უნარების გამოსამუშავებლად, მყარი, თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტის შექმნა და ბრენდინგის თანამედროვე სამყაროს ახლოს გაცნობა სურს და მზადაა საკუთარი უძვირფასესი დროის ნაწილი 2 კვირის განმავლობაში ამ საქმეს მიუძღვნას. დიზაინერებისთვის, კოპირაიტერებისთვის და შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის, რომელთაც შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნების დაქორწინება და საკუთარი კომპეტენციის გაძლიერება, თანამედროვე მოთხოვნებზე უკეთ მორგება სურთ მარკეტერებისთვის და მარკეტინგის გუნდის იმ წევრებისთვის, ვისაც საკუთარი შრომით უფრო დიდი შედეგების მიღწევა და საკუთარი ხელით აშენებული დიდი ბრენდებით სიამაყე, ტკბობა სურთ სტარტაპერებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც საკუთარი ბიზნესების ძლიერ, გრძელ ვადაში გამძლე ბრენდებად გადაქცევა და დაუბრკოლებლად ზრდა სურთ.

 

სილაბუსი:

 

ლექცია #1: შესავალი

  • ბრენდი, ემოცია და რაციონალი
  • ბრენდის შენების ახალი მოდელი
  • ინტერსუბიექტური რეალობა
  • ბრენდინგი და კომუნიკაცია
  • ბრენდის სტრატეგია
  • ბრენდინგის ისტორია
  • ბრენდინგი და მარკეტინგი
  • არჩევანის პარადოქსი
  • ნდობა და შემოსავალი

ლექცია #2: რაზმი

  • ბრენდთან ურთიერთობის საფეხურები
  • სეგმენტაციის ახალი კუთხე
  • იდენტობა და ტომური კუთვნილება
  • ტომი და მისი წევრები
  • ჩემიანების მოდელი
  • ორიოდ სიტყვით გამორჩეულობაზე

ლექცია #3: სხვანაირობა

  • განსხვავებულობა და მისი მნიშვნელობა
  • ბრენდინგი, როგორც სწრაფვა განსხვავებულობისკენ
  • რაციონალური სხვანაირობა
  • მოდელები რაციონალური განსხვავებულობის სტრატეგიისთვის
  • ფოკუსი და მისი მნიშვნელობა
  • ფოკუსის ტესტი


ლექცია #4: შინაარსი

  • პილოტი და ავტოპილოტი
  • ბრენდი, როგორც ხიდი
  • პრობლემები რაციონალურ სხვანაირობასთან დაკავშირებით
  • ბრენდინგი როგორც ამბის თხრობის ხელოვნება
  • შეკითხვები ბრენდის შინაარსის ჩამოსაყალიბებლად
  • ბრენდის ფუნდამენტური პლაფტორმა და მისი მდგენელები
  • ორიოდ სიტყვით ბრენდის სახელზე

ლექცია #5: ბონუს სამუშაო შეხვედრა

  • შემოქმედებით ბრიფი და მისი მდგენელები
  • შემოქმედებითი ბრიფი და მისი აღსრულება პრაქტიკაში

ლექცია #6: დაბადება

  • ამომწურავად ბრენდის სახელთან დაკავშირებით
  • ბრენდის სწორი სახელის კრიტერიუმები
  • შეხების წერტილები
  • შეხების წერტილების რუკა
  • ვიზუალური იდენტობა, როგორც უმთავრესი შეხების წერტილი
  • რჩევები ვიზუალურ იდენტობასთან დაკავშირებით

ლექცია #7: სიცოცხლე

  • ბრენდის სტრატეგიის აღსრულება
  • ქარიზატული ბრენდები და მათი მართვა
  • კოლაბორაციის მნიშვნელობა და ფორმები
  • ინოვაციები
  • სტრატეგიული კვლევის ყველაზე კარგი და მარტივი მოდელი
  • მომხმარებელი და მათი მოლოდინები ჩვენ მიმართ

ლექცია #8: პრეზენტაციები და პასუხები დაგროვილ შეკითხვებზე

 

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

26 Courses

19 students

1500,00 
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes