/
25/04/2024

ექაუნთ მენეჯმენტის კურსი

00
0 Enrolled

ინფო:

 

➡ კურსის ხანგრძლივობა: 1.5 თვე (22.05.2024-28.06.2024)
➡ ლექციების რაოდენობა: 12
➡ დღეები: სამშაბათი-ხუთშაბათი (21:00-23:00)
➡ ფასი: 850 ₾ (შეგიძლიათ ორ ნაწილად გადახდა)
➡ მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #33ე „ნეთვორქი“

 

ლექტორები:

 

ეკატერინე ებანოიძე:

პირველი სააგენტო, რომელშიც ვმუშაობდი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. იმ დროისთვის სხვა სახელი ერქვა, ახლა Havas media-აა. სარეკლამო სფერო მაშინ იდგამდა ფეხს და ცოტ-ცოტა ყველაფერს ვაკეთებდი, რაც სამომავლოდ გამომადგა იმის გარკვევაში, საით წავსულიყავი და რა მინდოდა.

ამის მერე მოვხვდი Publicis group-ში, სადაც Account Execute–ის პოზიციაზე ამიყვანეს. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიიული განვითარება და ჩემი 10 წლიანი ეპოპეა Saatchi & Saatchi Tbilisi-ში Account Direcotor–ის პოზიციაზე რამდენიმე წლიანი მუშაობით დასრულდა. ეს იყო უდიდესი გამოცდილება, ბევრი საინტერესო პროექტისა და გამოწვევის პერიოდი. ასე მოვედი ლივინგსტონამდე.

 

ზიზი ნასრაშვილი:

მისი სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტს ითვლის, რომლის მანძილზეც უმუშავია სხვადასხვა ტიპის საინტერესო კამპანიებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ კლიენტებთან.მისი კარიერა დაიწყო დაიწყო Saatchi & Saatchi – ში პროდაქშენ ასისტენტად, ექაუნთის პოზიციაზე მალევე გადაინაცვლა და გაიარა თავგადასავლებით სავსე გზა account Executive – იდან Account Director- ობამდე.
Saatchi & Saatchi -ში 10 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონში გადაინაცვლა და მართავს ექაუნთ დეპარტამენტს მრავალწლიან სამუშაო პარტნიორ ეკატერინე ებანოიძესთან ერთად.

ზიზი: “ექაუნთის ცხოვრება ძალიან საინტერესოა. უამრავ განსხვავებულ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა დღის განმავლობაში. ყველა კამპანია და მისი აღსრულებისკენ მიმავალი გზა ახალი თავგადასავალია.”

 

კურსი:

 

კურსი განკუთვნილია მათთთვის ვისაც აინტერესებს სარეკლამო ინდუსტრიაში მუშაობა ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე. სტუდენტები შესწავლიან რა როლი აქვს ექაუნთ მენეჯერს სარეკლამო სააგენტოში, გაეცნობიან გლობალური და ლოკალური სარეკლამო კამპანიების მაგალითებს, სარეკლამო სააგენტოების ტიპებს და მათი მუშაობის სპეციფიკაციებს.

პროცესში სტუდენტები გაივლიან სრულ სამუშაო ციკლს დაგეგმვიდან აღსრულებამდე, რასაც რეალურად გადის ექაუნთ მენეჯერი სააგენტოში კამპანიებზე მუშაობის დროს.

 

მიმართულებები:

 

კლიენტებთან კომუნიკაცია:

  • სააგენტოსა და კლიენტს შორის  ეფექტური და სწორი კომუნიკაცია.
  • კლიენტის საჭიროებები, მიზნები და მოლოდინების განსაზღვრა.
  • ეფექტური კომუნიკაცია სააგენტოს სტრატეგიებისა და იდეების კლიენტამდე გადასაცემად.

 

პროექტის მენეჯმენტი:

  •  კამპანიების დაგეგმვა და აღრსულება კონცეფციის ჩამოყალიბებიდან შესრულებამდე.
  • თანამშრომლობა სააგენტოს სხვადასხვა გუნდებთან, როგორიცაა კრეატიული, მედია და პროდიუსერი და ა.შ,
  • პროექტის ვადების განსაზღვრა, ეტაპებად დაყოფა და ბიუჯეტის მართვა.

 

სტრატეგიული დაგეგმვა:

  • სამუშაო პროცესის განსაზღვრა  კლიენტებთან, მათი ბიზნეს მიზნების და მარკეტინგული ამოცანების გაგება.
  • წვლილის შეტანა სტრატეგიული  გეგმების შემუშავებაში, რომელიც შეესაბამება კლიენტის მთლიან მარკეტინგულ სტრატეგიას.
  • ინფორმაციის და რეკომენდაციების გაცემა კამპანიის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

 

ბიუჯეტი და ფინანსური მენეჯმენტი:

  • პროექტის ბიუჯეტების შემუშავება და მართვა, რაც უზრუნველყოფს კამპანიების განხორციელებას გამოყოფილი ფინანსური რესურსების ფარგლებში.
  • ბიუჯეტის კონტროლი კამპანიის ციკლის განმავლობაში.პრობლემის და გამოწვევების გადაჭრა. კლიენტებისთვის რეგულარული აფდეითები და კამპანიის შედეგების ანალიზი

 

შეფასება: 

 

დასწრება – 10 %

I  პრაქტიკული სამუშაო – 20%

II პრაქტიკული სამუშაო – 20%

III პრაქტიკული სამუშაო – 20 %,

ფინალური პროექტი – 30%

 

სილაბუსი:

 

ლექცია #1: რეკლამის მიმოხილვა, მსოფლიო და ლოკალური ლავმარკები და მათი კამპანიები.

ლექცია #2: 360 კამპანია, საკომუნიკაციო არხები

ლექცია #3: სააგენტოს ტიპები, სტრუქტურა და  ეკო სისტემა

ლექცია #4: ექაუნთის როლი სააგენტოს ცხოვრებაში, რატომ არის მისი რგოლი მნიშვნელოვანი, რა თვისებებით და უნარ – ჩვევებით უნდა გამოირჩეოდეს.

ლექცია #5: კლიენტთან ურთიერთობის წესები/ქიმია

ლექცია #6: პროექტების ტიპები: კომერციული და სოციალური

სტრატეგია, ბრენდინგი, კონტენტი, ვიდეო პროდაქშენი, OOH, ტენდერი

ლექცია #7: რა ციკლს გადის პროექტი დავალების მიღებიდან აღსრულებამდე

ლექცია #8: კლიენტის საჭიროებების გადათარგმნა კრეატიულ ბრიფში, ბიუჯეტი და თაიმლაინი.

ლექცია #9: კრეატიული ბრიფის დამტკიცების შემდეგ სამუშაო პროცესი აღსრულებამდე.

ლექცია #10: პროექტის დაგეგვა/აღსრულება

ლექცია #11: მედია – როგორ მუშაობს მედია, რა ტიპის მედია არხები არსებობს, დაგეგმარება

ლექცია #12: განვლილი მასალის შეჯამება, საბოლოო დავალებების განხილვა

Course Content

About the instructor

0 (0 ratings)

26 Courses

0 students

850.00
Durations:
Lectures: 0
Students: Max 0
Level: Intermediate
Language: English
Certificate: Yes